infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 26 » გიოტცე დორტმუნდიდან წასვლას არ გამორიცხავს

გიოტცე დორტმუნდიდან წასვლას არ გამორიცხავს

გიოტცე
დორტმუნდელების ლიდერი აცხადებს, რომ მზადაა მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებული ნებისმიერი ოფიციალური წინადადება განიხილოს.

"მზად ვარ კარიერის გაგრძელების ნებისმიერი ვარიანტი განვიხილო. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, რომ ისეთი კლუბების ინტერესებზე საუბრობენ, როგორებიც "ემიუ”, "რეალი” და "ბარსელონა” არიან, ასეთი დონის კლუბში თამაშით, მე განვითარების ახალ იმპულსს მივიღებ”.

"ჯერჯერობით მოვლენების წინ გასწრება არ მსურს. ახლა გერმანიაში ბედნიერი ვარ და წინ ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი”, – განაცხადა მარიო გიოტცემ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ახალგარზდა გერმანელის ტრანსფერი პრესის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა, რადგან თამაში, რომლის დემონსტრირებასაც გიოტცე ბუნდესლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე ახდენს, ახალგაზრდა ნახევარმცველის წარმოუდგენელ ტალანტზე მიუთითებს.
Views: 466



Shadow


content top