infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 26 » ბენზემა რეალში ყოფნით კმაყოფილია

ბენზემა რეალში ყოფნით კმაყოფილია

ბენზემა
ფრანგმა თავდამსხმელმა, სამეფო კლუბში თავის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ჩემი მომავალი მადრიდში? აქ მე ბედნიერი ვარ. თუმცა, ამავე დროს, მომავლის პროგნოზირება არ შეგვიძლია, რადგან არ ვიცით თუ რა მოხდება ხვალ. ჩემი ამჟამინდელი კონტრაქტი დედაქალაქელებთან, 2015 წლამდე ასპარეზს ითვალისწინებს. თუ რა მოხდება მომავალში, ამას ყველა იხილავს.”-აცხადებს კარიმ ბენზემა.

"რაც შეეხება ჩემს თამაშს ეროვნულ ნაკრებში, ვიცი, რომ ბევრი მაყურებელი მელოდა, მაგრამ ყველაფერს მარტო ვერ ვაკეთებ. არ შემიძლია, მივიღო ბურთი და გავიტანო.”-განაცხადა "რეალის” ფორვარდმა RMC-სთან მიცემულ ინტერვიუში.
Views: 667



Shadow


content top