infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 23 » საფრანგეთი 3:1 საქართველო

საფრანგეთი 3:1 საქართველო

საფრანგეთი, საქართველოტაბლოზე რა ციფრებიც ეწერა, ზუსტად შეესაბამებოდა თამაშის სურათსა და შინაარსს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრებს რამდენიმე კარგი შეტევა ჰქონდა, გოლს ნამვილად ვიმსახურებდით. ცუდია, რომ ეს გოლი გვიან გავიდა - ალბათ, სულ სხვა თამაში იქნებოდა, ტაიმის ბოლო 15-წუთიან მონაკვეთში უგო ლიორისს ან ალეკო ამისულაშვილის, ან სანდრო კობახიძის დარტყმული ვერ მოეგერიებინა.

საფრანგეთი უტევდა, საქართველო თავს იცავდა და მაქსიმალურად ცდილობდა, ზონები გადაეკეტა. როცა ბურთი ფრანგებს ჰქონდათ, საქართველოს ნაკრების სქემა ექვსმცველიანი იყო. სხვაგვარ თამაშს არც ველოდით.

მუდმივად ისმის კითხვა - კარგია თუ ცუდი, როდესაც ნაკრები ასე მკვეთრად დაცვით ტაქტიკას ირჩევს? ქეცბაიამ რამდენჯერმე მოიყვანა ლატვიასთან შინ წაგების მაგალითი, აგერ, შევუტიეთ, უამრავი მომენტი შევქმენით და მაინც წავაგეთო. სამაგიეროდ, მკვეთრად დაცვიდან თამაშით მოვიგეთ ხორვატიასთან, სლოვენიასთან... მკვეთრი არ ყოფილა, მაგრამ მაინც მეორე ნომრად ვითამაშეთ შინ ბელარუსთან.

მოკლედ, ქეცბაიას ამ შემთხვევაში რკინის ლოგიკა აქვს. უბრალოდ, საინტერესოა, მომდევნო შესარჩევ ციკლში, როცა ნაკრების მიზანი 24-გუნდიან ევრო-2016-ზე გასვლა იქნება, ასეთი ტაქტიკა გამოდგება თუ არა. იქ ხომ უკვე მოგებაზე თამაში გახდება საჭირო. საფრანგეთის და მით უმეტეს, ესპანეთის დონის ნაკრებებთან ეს წარმოუდგენელია და არც არავინ ითხოვს თამაშის გახსნას (სცადა ბელარუსმა გახსნა და 0:4 განადგურდა), მაგრამ სხვებთან შევძლებთ? იმედია, ქეცბაია ხედავს, რომ შეძლებს. ჯერ არ ჩანს, მაგრამ იმედია, B გეგმა მოხაზული აქვს.

ერთიცაა, იმ 15-წუთიან მონაკვეთს, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს ვიხილეთ, დიდი ენერგია სჭირდება, თუმცა სწორედ ის 15 წუთი იყო იმედი, რომ ნაკრები მომდევნო შეხვედრებში მაინც შეძლებს, არა მხოლოდ 15 წუთი, არამედ ერთი ტაიმი ითამაშოს ამ შინაარსით.

და ის ფაქტი, რომ ნაკრებს 3 წელიწადზე მეტია, დიდი ანგარიშით არ წაუგია და ქეცბაიას ხელში სულ ორჯერ გაუშვა ერთ მატჩში 3 გოლი, ნათლად მიუთითებს: მკაცრი სათამაშო დისციპლინაა გუნდში.

წინ გვიჭირს, წინ. და ეს გასაგებიცაა - 90 წუთიდან 70-75 წუთი ჩვენს ნახევარზეა ბურთი. თუ დააკვირდით, დაახლოებით მე-20 წუთზე იყო ეპიზოდი, როცა ქართველთაგან საუკეთესო კობახიძემ ფლანგზე მიიღო ბურთი, სივრცე ფლანგზე საკმაო იყო, თუმცა წინ არავინ იყო, რათა ბურთი ჩაეწოდებინა. ამიტომაც ველით B გეგმას, რომელიც საფრანგეთთან ნამდვილად ვერ ამუშავდებოდა. "სტად დე ფრანსი" ამ გეგმის საზომად ვერ გამოდგება.
Views: 1318



Shadow


content top