infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 21 » ლუკაკუ ჩელსიზე არ ფიქრობს

ლუკაკუ ჩელსიზე არ ფიქრობს

ლუკაკუ
მოგეხსენებათ, 19 წლის ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან "ჩელსის” შემადგენლობაში იასპარეზებს.

როგორც იცით, ლუკაკუ "არისტოკრატული” კლუბის საკუთრებაა. მიმდინარე სეზონში, იგი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” რიგებში არენდის წესით გამოდის, სადაც მან 25 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა. "ლურჯები”, ზაფხულში მის დაბრუნებას გეგმავენ.

"მე ახლა ორიენტირებული "ვესტ ბრომვიჩის” თამაშებზე ვარ და "ჩელსიში” მომავალზე არ ვფიქრობ. ვნახოთ ზაფხული რას მოგვიტანს. ადრეა ფიქრი იმაზე, თუ რა მოხდება ექვსი თვის შემდეგ.”-აცხადებს ბელგიელი თავდამსხმელი.

"ანდერლეხტის” ყოფილი მოთამაშის ანგარიშზე, ნაკრებში 19 ჩატარებული შეხვედრა და 3 გატანილი ბურთია.
Views: 662



Shadow


content top