ურუგვაელი თავდამსხმელის მომავლის გარშემო ჭორები მუდმივად ვრცელდება.
"ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უკვე განაცხადა, რომ მზადაა კავანის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 70 მილიონი ევროს ფარგლებიდან დაიწყოს.
კავანის გადაბირების პრეტენდენტები მრავლადაა. შედარებით აქტიურ "მყიდველთა” სიაში "ჩელსი”, "რეალი”, "პსჟ” და "მან სიტი” შედიან. ამავდროულად ურუგვაელი ფორვარდის აგენტი ჯენარო ფამილიეტი ედინსონის ნეაპოლისადმი სიყვარულზე საუბრობს.
"კავანის ნეაპოლში ცხოვრება მოსწონს, და ეს ქალაქი ძალიან უყვარს. "ნაპოლი” ედინსონისთვის მშობლიურ კლუბად იქცა, სწორედ ამიტომ, მისთვის ამ ქალაქისა და გუნდის დატოვება ძნელი იქნება. საერთოდ თუ გადაწყვეტს მის დატოვებას…”, – განაცხადა აგენტმა ბრიტანულ პრესასთან ინტერვიუში.