"იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ექს-თავკაცი მარჩელო ლიპი ჯანლუიჯი ბუფონის წინააღმდეგ არაა განწყობილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იგი ყველაზე უკეთესად ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობის პერიოდში მუშაობდა.
ლიპის თავკაცობით ბუფონმა სკუდეტო და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, თუმცა მთელი საფეხბურთო სამყარო ჯიჯის სიტყვებმა გააკვირვა, როდესაც განაცხადა, რომ კონტე – საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც კი მას უმუშავია.
"ბუფონი ნაკრებისა და "იუვენტუსის” სახეა. იგი ლამაზი, მხიარული, სუფთა და სერიოზულია. მან ის განაცხადა, რასაც ფიქრობს, სწორედ ამიტომ, ამაში ვერავინ ვერ შეედავება”, – აცხადებს ლიპი TMW-სთან ინტერვიუში.
"მის სიტყვებს ჩემს გონებაში არანაირი ნეგატიური აზრი არ დაუბადებია. პირიქით, ეს ძალიან კარგია, რადგან მან ყველაფერი გულწრფელად თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარისეველი არაა”.
"კონტე? ჯერჯერობით იგი მხოლოდ საკუთარი კარიერის სტარტზე იმყოფება. ვფიქრობ, მას წინ დიდი მიღწევები ელოდება”.