infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 21 » ბარსელონასთვის ნეიმარის შეძენა აუცილებელი არ არის

ბარსელონასთვის ნეიმარის შეძენა აუცილებელი არ არის

ნეიმარი”ბარსელონას” ლეგენდარული მოთამაშე იოჰან კროიფი თვლის, რომ  კატალონიურ კლუბისთვის ნეიმარის შეძენა აუცილებლობას არ უნდა წარმოადგენდეს.

”სანტოსისა” და ბრაზილიის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკლავზე პრესაში ძალიან ბევრს წერენ და ამბობენ, რომ მას სხვადასხვა კლუბებში გადასვლა შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი კლუბი კი სწორედ ”ბარსელონაა”.

”ვთვლი, რომ ”ბარსელონას” ნეიმარი არ სჭირდება. გუნდი ისედაც ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული, ასე რომ რა საჭიროა მასზე ასეთი დიდი თანხის დახარჯვა?  თუმცა, თუ იგი გუნდზე და მესიზე ითამაშებს, მაშინ გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს”, – განაცხადა კროიფმა.

”მესი გუნდში განსაკუთრებული მოთამაშეა.  იგი ნამდვილი მხატვარია, ამიტომაც სულელი უნდა იყო, რომ მისი ნიჭი არ დააფასო”.
Views: 537



Shadow


content top