infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 21 » წინ მნიშვნელოვანი თამაშებია

წინ მნიშვნელოვანი თამაშებია

ლონდონის ”ჩელსისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ხუან მატა, თვლის, რომ ფინეთთან და საფრანგეთთან მოახლოებული მატჩები ფინალს უდრიან.

”არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ წინ გველის ორი ფინალი – ფინეთისა და საფრანგეთის წინაამღდეგ. როგორც მწვრთვნელმა გვითხრა, ახლა საფრანგეთზე არ უნდა ვფიქრობდეთ, რადგან ჯერ ხიხონში ფინეთის წინაამღდეგ მოგვიწევს თამაში”, – აცხადებს მატა.

”ფინეთი ის გუნდია, რომელსაც კარგი კონტრშეტევების ორგანიზება შეუძლია. სამი ნახევარმცველი ტრადიციულად კარგად ეხმარება თავდამსხმელებს”.

”მათ საკუთარ რიგებში რამოდენიმე ძალიან კარგი მოთამაშე ჰყავთ. პუკის აღნიშვნა შემიძლია, რომელსაც ”სევილიაში” თამაშის პერიოდიდან ვიცნობ. მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს”, – დაასრულა ესპანელმა ფეხბურთელმა.
Views: 570



Shadow


content top