infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 19 » მესი FIFA-ს ყველა გეიმერისთვისაა ხელმისაწვდომი

მესი FIFA-ს ყველა გეიმერისთვისაა ხელმისაწვდომი

მესილიონელმა განაცხადა, რომ მას PlayStation-ში ფეხბურთის თამაში უყვარს.
"მე PlayStation-ის ონლაინ მომხმარებლებთან თამაში მიყვარს, რომელთა უმეტესობამ არც კი იცის ის, რომ ეს მე ვარ”, – აცხადებს "ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი.

"შენ შეტყობინება მოგდის ინგლისურ, იაპონურ და სხვა ენებზე”.

"გულახდილად ვამბობ, ვბრაზდები, როდესაც ვირტუალურ ფეხბურთშიც ვმარცხდები. თუმცა როდესაც ეს ხდება, მე უბრალოდ თამაშს ვრთავ. აი სულ ესაა”.

ჩვეულებრივ ქსელურ თამაშებში გეიმერები ერთმანეთს შეურაცმყოფელ შეტყობინებებს უგზავნიან, თუმცა ლეო ირწმუნება, რომ იგი ამით დაკავებული არაა.

"განსარისხებელი შეტყობინება? მე არასდროს არ დამიწერია ცუდი შეტყობინება. ხშირად ვწერ შეტყობინებას, თუმცა არცერთი მათგანი შეურაცმყოფელი სახის არაა”.

"რომელი გუნდით ან ნაკრებით ვთამაშობ? ან "ბარსელონათი” ან არგენტინის ეროვნული ნაკრებით”, – დაასრულა მესიმ.

Views: 641



Shadow


content top