infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 17 » არსენალი ბოლომდე იბრძოლებს

არსენალი ბოლომდე იბრძოლებს

arsenaliგუშინ "არსენალმა" ყველასთვის მოულოდნელად "სუონსი" სტუმრად დაამარცხა. ლონდონელებმა უელსში 2 გოლის გატანა შეძლეს.

 შეხვედრის შემდეგ არსენ ვენგერმა 3 ქულის მნიშვნელობაზე ისაუბრა: "ახლა სეზონი დასასრულს უახლოვდება და 3 ქულა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ამ პერიოდში მატჩების წაგება დაუშვებელია და ჩვენ ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. არსენალი ოთხეულში შესვლისთვის სეზონის ბოლო მატჩამდე იბრძოლებს."

 "რაც ჩვენ უკანასკნელ 3 დღეში გავაკეთეთ არ არის ადვილი. ჯერ ალიანს არენაზე ბაიერნი დავამარცხეთ ორი ბურთის სხვაობით, შემდეგ კი სუონსიც 2 ბურთის სხვაობით. ალბათ ყველამ კარგად იცით თუ რა ძნელია უელსში გამარჯვება." - განაცხადა ვენგერმა.

 შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" 2013 წელს პირველი მარცხი "არსენალთან" მატჩში იგება.
Views: 591



Shadow


content top