პარიზელების სპორტულმა დირექტორმა ყველა დაარწმუნა, რომ მის კლუბს "ემიუს” თავდამსხმელი არ სჭირდება.
ბოლო დროს პრესა აქტიურად უკავშირებს "მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის სახელს პარიზს, თუმცა ჯერჯერობით ფრანგებს საკუთარ გუნდში მისი ხილვა არ სურთ.
"ჩვენ რამოდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავის შეძენის შესაძლებლობას განვიხილავთ, თუმცა რუნი ამ ფეხბურთელთა სიაში არ შედის”.
"რუნის ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური წინადადება არ გაგვიკეთებია და არანაირი ნაბიჯის გადადგმასაც არ ვაპირებთ”, – განაცხადა ლეონარდომ.