infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 16 » რეალი ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება

რეალი ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება

რეალიმადრიდის "რეალის” დირექტორმა ემილიანო ბუტრაგენიომ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრაზე. მისი თქმით, "გალათასარაი” არაა იოლი მეტოქე. მითუმეტეს, რომ კლუბს კარგად შეეწყვნენ დიდიე დროგბა და უესლი სნეიდერი.

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ვართ, სადაც იოლი მეტოქე არ არსებობს. ასე თუნდაც იმიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ "გალათასარაიმ” ამ ეტაპამდე მოაღწია. სტამბულელებმა "შალკესთან” მშვენივრად ითამაშეს და არც ისე იოლ დაპირისპირებაში გამარჯვებას მიაღწიეს”, – განაცხადა ემილიომ.

"ჩვენი მიზანი საკუთარ მოედანზე სასურველი შედეგის დაფიქსირებაა. განმეორებითი მატჩი სტამბულშია და ჩვენ კარგად ვიცით, თუ რაოდენ კარგი გულშემატკივრები ჰყავს "გალათასარაის”. უესლი სნეიდერი და დიდიე დროგბა გუნდს კარგად შეეწყვნენ. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ პრიმერა დივიზიონის ცხრილში რთული იქნება მდგომარეობის შეცვლა, ამიტომ ჩემპიონთა ლიგაზე მეტი კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ”, – დასძინა "რეალის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.

პირველი მატჩი "რეალსა” და "გალათასარაის” შორის 3 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე”, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება
Views: 522



Shadow


content top