Main »
2013 » March » 15 » მეგობარმა რეალის გულშემატკივრობისთვის მეგობარი მოკლა
მეგობარმა რეალის გულშემატკივრობისთვის მეგობარი მოკლა
ერაყის ქალაქ ალ-მადაინში მცხოვრებმა "ბარსელონას” ქომაგმა მეგობარი მადრიდის "რეალის” გულშემატკივრობის გამო სიცოცხლეს გამოასალმა. Al Zaman-ის ინფორმაციით, კატალონიური გუნდის მხარდამჭერმა მეგობარს ჯერ დანით მიაყენა ჭრილობა, შემდეგ კი თავის არეში დაარტყა და რამდენიმე ადამიანის თვალწინ გათიშა. ინციდენტი 11 მარტს მოხდა. ქომაგებმა კამათი სათამაშო ავტომატების დარბაზში დაიწყეს. რა გახდა დაპირისპირების ზუსტი მიზეზი, უცნობია. მეგობრებს შორის დაწყებულ ჩხუბს "სამეფო კლუბის” ქომაგის მკვლელობა მოჰყვა. დარბაზში მყოფმა ადამიანებმა მკვლელი დაიჭირეს და სამართალდამცველებს გადასცეს.
ერაყში "ბარსელონასა” და "რეალის” გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება უცხო არ არის. 2012 წლის აპრილში მომხდარ მასობრივ ჩხუბში რამდენიმე ადამიანი სერიოზულად დაშავდა.