infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 14 » რეალი მთავარი ფავორიტია

რეალი მთავარი ფავორიტია


ზეენდორფიმადრიდის "რეალისა” და იტალიური "მილანის” ყოფილი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მოგების უმთავრეს პრეტენდენტად "სამეფო კლუბს” მიიჩნევს.

 ჰოლანდიელმა, რომელიც "რეალში” 1996-2000 წლებში გამოდიოდა, საკუთარი მოსაზრება Marca-ს გაანდო.

 "რა თქმა უნდა "რეალის” თამაშებს თვალყურს ვადევნებ. ყველა შეხვედრა არა, მაგრამ მატჩების უმეტესობა ნანახი მაქვს. ბოლო დროს გუნდი საოცარ ფორმაშია, "ბარსელონასა” და "მანჩესტერთან” ნაჩვენები თამაშები კი, საოცრება იყო. "რეალს” ძალიან დიდი შანსი აქვს საიმისოდ, რათა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს” - განაცხადა ზეედორფმა.

 საკუთარ მოედანზე ფრედ 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, "რეალმა” "ოლდ ტრაფორდზე” "მანჩესტერ იუნაიტედი” 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მისი მომავალი მეტოქის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.
Views: 624



Shadow


content top