infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 14 » დროგბას მეტოქედ პსჟ უნდა

დროგბას მეტოქედ პსჟ უნდა

დროგბასტამბოლის "გალათასარაის” კოტდივუარელ ფორვარდ დიდიე დროგბას სურს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მის გუნდს მეტოქედ ფრანგული ფრანგული გრანდი პსჟ ერგოს.
 ფათიხ თერიმის შეგირდებმა მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის "შალკე” ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხეს (შინ 1:1, სტუმრად 3:2). ახლა სტამბოლური კლუბის 35 წლის ახალშენაძენი მომდევნო ეტაპზე შესაძლო მეტოქეებზე საუბრობს.
 "რატომ არ უნდა ვისურვოთ მეტოქედ პსჟ? მათთან თამაში ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენ გვაქვს ამბიცია და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობთ. "ჩელსისთან” ერთად ლიგა ერთხელ მოვიგე, მაგრამ ეს საკმარისი არაა. მსურს, რომ თასს კიდევ ერთხელ შევეხო, თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ მანამდე გრძელი და რთული გზაა გასავლელი. მაქსიმუმს გავიღებთ მიზნის მისაღწევად. ბრწყინვალე შედეგი იქნება, თუ ყველას ვაჯობებთ და ფინალში ვითამაშებთ” - თქვა დროგბამ.
 ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის კენჭისყრა ხვალ, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.
Views: 622



Shadow


content top