უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფნალურ ეტაპზე "მალაგასა” და "პორტუს” შორის გამართული განმეორებითი მატჩი საინტერესოდ წარიმართა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა პორტუგალიურ გუნდს ანგარიშით 1:0 ჰქონდა მოგებული. მალაგაში გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა 43-ე წუთზე გახსნეს, თავი ისკომ გამოიჩინა. 49-ე წუთზე პორტუგალიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მთავარმა მსაჯმა მოედნიდან სტივენ დეფური გააძევა. 77-ე წუთზე როკე სანტა კრუსმა "მალაგას” უპირატესობა გაზარდა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა – 2:0.
ამრიგად, წყვილში გამარჯვებული "მალაგა” გამოვიდა, რომელმაც "პორტუ” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
"მალაგა”-”პორტუ” 2:0 (ორი მატჩის ჯამში 2:1)
"მალაგა”: კაბალიერო, გამესი, დემიკელისი, ველინგტონი, ანტუნეში, ხოაკინი (კამაჩო 78′), ტულალანი, იტურა, ისკო, ჟულიო ბაპტისტა (სანტა კრუსი 74′), სავიოლა (პიაზონი 78′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
"პორტუ”: ელტონი, დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო (ატსუ 70′), ოაო მოუტინიო (ხამეს როფრიგესი 46′), ფერნანდო, ლუჩო გონსალესი, ვარელა (მაიკონი 58′), ჯექსონ მარტინესი, დეფური.
მთავარი მწვრთნელი: ვიტორ პერეირა.
გოლები: ისკო 43′, სანტა კრუსი 77′.
გაფრთხილებები: დემიკელისი 28′, გამესი 33′, ტულალანი 64′ – ოტამენდი 17′, დეფური 25′, ალექს სანდრო 30′, მანგალა 83′.
გაძევება: დეფური 49′.
ბურთის ფლობა: 48%-52%; კარისკენ დარტყმები: 4-4; კარში დარტყმები: 7-3; კუთხურები: 8-2; თამაშგარეები: 6-4; ჯარიმები: 17-17.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).