infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 13 » მალაგა - პორტო

მალაგა - პორტო

მალაგა პორტო
მიმოხილვა და პროგნოზი

მალაგა-პორტუ (პირველი მატჩი 0:1)
 წყვილში უპირატესობას "პორტუ” ფლობს, რადგან პირველ მატჩში, პორტუგალიელებმა მოიგეს, თან გოლი არ გაუშვეს. თუმცა, "მალაგა” განსაკუთრებით რთული ამოცანის წინაშე ნამდვილად არ დგას. ანდალუსიელებს საკუთარ კედლებში მშრალად მოგება რომ შეუძლიათ, ეს მათ "ზენიტთან” და "მილანთან” გამართულ დაპირისპირებებში დაამტკიცეს.

 მასპინძელი გუნდი თამაშს ცუდი განწყობით ხვდება. ლა ლიგის ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 2 ქულის აღების გამო, მე-4 ადგილზე მყოფმა ანდალუსიელებმა მდევრებს წამოწევის საშუალება მისცეს. რაც შეეხება "პორტუს” – შიდა ჩემპიონატში, გუნდი კვლავ წაუგებელია, მაგრამ ვიტორ პერეირას შეგირდები ლიდერ "ბენფიკას” 2 ქულით მაინც ჩამორჩებიან.

 "მალაგა” პორტუგალიელ სტუმრებს დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო, ესპანელებს ელიზეუ და ბაპტიშტა არ ეყოლებათ. "პორტუს” რიგებში, საეჭვოა მანგალასა და წინა მატჩში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორის, მოუტინიოს თამაში.

 ·         გუნდებს შორის 3 კვირის წინათ გამართული მატჩი პირველია, რომელიც "მალაგამ” ჩემპიონთა ლიგაზე წააგო;

 ·         2013 წელს გამართული 14 თამაშიდან "მალაგამ” მხოლოდ 4 მოიგო. ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში, ანდალუსიელებს 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ;

 ·         ევროტურნირების ფლეი ოფის პირველი მატჩი "მალაგამ” პირველად წააგო;

 ·         ევროტურნირებზე ჩატარებული 25 თამაშიდან "მალაგამ” მხოლოდ 2 წააგო და ორივე ქალაქ პორტუში;

 ·         "მალაგა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში, პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვია;

 ·         მიმდინარე გათამაშების პირველ 3 მატჩში კარის მშრალად შენახვის შემდეგ, "მალაგამ” გოლი ბოლო 4 შეხვედრაში გაუშვა;

 ·         ჩემპიონთა ლიგაზე, "მალაგას” 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს;

 ·         მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული 7 თამაშიდან 5-ში, "პორტუმ” კარის მშრალად შენახვა მოახერხა;

 ·         ყველა ტურნირის გათვალისწინებით, "პორტუს” ბოლო 16 თამაშში არ წაუგია;

 ·         ქვეყნის ჩემპიონატში, "პორტუს” 35-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;

 ·         ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, სტუმრად, "პორტუს” 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს;

 ·         ევროტურნირების ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში გამართული პირველი მატჩის მოგების შემდეგ, "პორტუ” მომდევნო ეტაპზე 33-ჯერ გავიდა. პოტუგალიელებმა მოპოვებული უპირატესობა 5-ჯერ ვერ გამოიყენეს;

 ·         თუ დღეს "პორტუ” დამარცხდა, პორტუგალიელებს ევროტურნირებზე 100 წაგება დაუგროვდებათ;

 ·         მიმდინარე გათამაშებაში, თამაშის წესები ყველაზე მეტჯერ, 111-ჯერ "პორტუს” ფეხბურთელებმა დაარღვიეს;

 ·         "მალაგა” ყველაზე სახიფათო შეხვედრის სტარტზეა. 12 გოლიდან 4 ანდალუსიელებმა პირველ 15 წუთში გაიტანეს;

 ·         ევროტურნირების ფლეი ოფებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, "პორტუს” შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი 58.4%-ის უდრის.

სავარაუდო შემადგენლობები

მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო, სანჩესი, ველიგტონი, დემიკელისი, ანტუნესი, ტულალანი, კამაჩო, ხოაკინი, ისკო, პიასონი, სავიოლა.

პორტუ (4-3-3): ჰელტონი, დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო, ლუჩო, ფერნანდო, მოუტინიო, ვარელა, მარტინესი, როდრიგესი.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

Sky-ს პროგნოზი: მალაგა - პორტო: 2,5 ნაკლები
Views: 734



Shadow


content top