Main »
2013 » March » 12 » ორბურთიანი უპირატესობა მილანის გარანტია არ არის
ორბურთიანი უპირატესობა მილანის გარანტია არ არის
უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, "ბარსელონასა” და "მილანს” შორის დღეს გასამართ განმეორებით მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კატალონიურ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა გაუჭირდება.
"დარწმუნებული ვარ, "მილანი” ამ ბარიერს დაძლევს, თუმცა ორბურთიანი უპირატესობა არაფრის გარანტიას არ იძლევა. "ბარსელონა” მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, "რეალთან” ორი მარცხისა და "მილანთან” წაგების გამო კატალონიელები ნაადრევად არ უნდა ჩამოვწეროთ. გარდა ამისა, არ შეიძლება არ აღნიშნოს, რომ "ბლაუგრანა” საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ არის, კატალონიელები დაუცველები არიან. "ბარსელონას” ძირითადი ფეხბურთელები ოპტიმალური კონდიციებისგან შორს არიან, თანაც გუნდს დაცვაშიც აქვს გარკვეული პრობლემები”, – შევჩენკოს სიტყვები იტალიურმა "ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი "ბარსელონასა” და "მილანს” შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას ვიქტორ კაშაის თავკაცობით უნგრელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.