infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 12 » წითლები ნელ ნელა ფხიზლდებიან

წითლები ნელ ნელა ფხიზლდებიან

liverpool-ლივერპულიხანგრძილივი, წარუმატებელი სერიის შემდეგ, მერსესაიდის "ლივერპულის" რიგებში სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა. ბრენდან როჯერსის გუნდმა ინგლისის პრემიერ ლიგის ზედიზედ მესამე ტურში იმარჯვა და გუნდი მეექვსე ადგილზე დაამკვიდრა.

გასულ კვირებზე წითლებმა ჯერ "სუონსი" დაამარცხა ანგარიშით 5-0 ხოლო შემდეგ უიგან "ატლეტიკის" წინააღმდეგ იმარჯვა ანგარიშით 0-4. ყველაზე მთავარი კი გასულ დღეს მოხდა. 

ხუთი ტურის მანძილზე უძლეველი ტოტენჰემ "ჰოთსპური," თავისი უძლეველი და შეუჩერებელი უელსელით - გარეტ ბეილით, ლივერპულმა საკუთარ მოედანზე, ენფილდ "როუდზე" მიიღო და მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით 3-2 დაამარცხა.

თუ ლონდონელებს უელსელი გიგანტი ჰყავთ, წითლებში შესანიშნავი სამეული ირიცხება - ჯერარდი, დაუნინგი, სუარესის სახით. ურუგვაელი ფორვარდი არ წყვეტს გოლების გატანას, იგი გუნდის და პრემიერ ლიგის უპირობო გოლეადორია. მას ჰოლანდიელი ვან პერსი 3 გოლით ჩამორჩება ბომბარდირთა დავაში. გუნდის ცოცხალი ლეგენდა, სტივენ ჯერარდი კი შესანიშნავ ფორმაშია. რაც შეეხება დაუნინს, მან უკვე ზედიზედ ორ ტურში შეძლო გოლის გატანა. ლონდონელების წინააღმდეგ არცთუ უმნიშვნელო გოლი ჩაიწერა საკუთარ აქტივში. 

საბოლოო ჯამში, ამ დროისთვის, მერსესაიდელები 6-ე ადგილს იკავებენ და მეხუთე ადგილზე მყოფ, ლონდინის "არსენალს" 2 ქულით ჩამორჩებიან. თუმცა მეთოფეებს ჯერ წინ აქვთ "სუონსისთან" გასამართი შეხვედრა. 

არავინ იცის რა მოხდება მომავალში, მაგრამ შესაძლოა ვივარაუდოდ ის, რომ თუ წითლები ასე გააგრძელებენ არაა გამორიცხული მალე ოთხეულისთვის ბრძოლაშიც ჩაებან.
Views: 640



Shadow


content top