infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 12 » ბარსელონას მილანთან გამარჯვება ჭირდება

ბარსელონას მილანთან გამარჯვება ჭირდება

ბარსელონა-მილანიესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დე ბოსკე თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას” ფიასკომ შეიძლება "ფურია როხაზე” უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

"მილანთან” გასამართი განმეორებითი მატჩი მნიშვნელოვანია არა მარტო "ბარსასთვის, არამედ ესპანეთის ნაკრებისთვისაც. კატალონიური გუნდის დამარცხებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს ესპანეთის ნაკრების მორალურ მდგომარეობაზე. თუ "ბარსელონა” მეოთხედფინალში ვერ გავა, ფეხბურთელები იმედგაცრუებულები დარჩებიან.

"ბლაუგრანას” გამარჯვება ნაკრების მორიგი წარმატების საწინდარი იქნება. გუნდს საკმაოდ რთული ამოცანა აქვს, თუმცა მჯერა, რომ "ბარსელონა” ამ ბარიერს გადალახავს. "ბარსა” და "რეალი” ნაკრების ხერხემალია და გვინდა, რომ ამ გუნდის ფეხბურთელებს კარგი განწყობა ჰქონდეთ”, – განაცხადა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ "მილანსა” და "ბარსელონას” შორის გამართული პირველი შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. განმეორებითი მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას ვიქტორ კაშაის თავკაცობით უნგრელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
Views: 629



Shadow


content top