infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 11 » უსამართლოდ დასჯილი ნანი

უსამართლოდ დასჯილი ნანი

ნანის წითელი
5 მარტის შემდეგ, როდესაც ერთმანეთს ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალი დაუპირისპირდნენ ქართველი ქომაგების უმრავლესობამ ერთი რამ ამოიჩემა, "მსაჯმადრიდი” "ჩაქირი-ფლორენტინო პერესის საუკეთესო ტრანსფერი და ჟოზე მოურინიოს საკვანძო ფეხბურთელი” მინდა საყოველთაო ყურადღების ქვეშ მყოფი ვითარება უფრო განვავრცო და ეს სტატია მთლიანად ამ მატჩს და მასში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდს დავუთმო. 

მთავარი განსახილველი თემა მატჩის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუს ოლდ ტრაფორდზე დაბრუნება გახლდათ, მაგრამ მასზე მეტად აქტუალური ნანის საეჭვო გაძევება გახდა მატჩის შემდგომ. კრიშტიანუმ გაიტანა და არ აღნიშნა, უბრალოდ ხელები აწია და უსიტყვოდ აგრძნობინა მანჩესტერის გულშემატკივრებს თანაგრძნობა მათ მწუხარებასთან დაკავშირებით, ალბათ ეს გახლდათ გოლი, რომელიც მას ყველაზე ნაკლებად გაუხარდა თავის კარიერაში, მან ღირსეულად მოახერხა გამკლავებოდა პირად ამბიციებსა და ინტერესს და ბოლომდე მიაგო პატივი ყოფილ კლუბს, ამაზე უნდა გვესაუბრა მატჩის შემდეგ ყველას, მაგრამ ნანის გაძევებამ ეს ეპიზოდიც კი დაჩრდილა…


 მანიუს სიყვარული მუდამ რონის გულში.

კი მაგრამ რა მოხდა ოლდ ტრაფორდზე? ნუთუ ასე უსამართლოდ მოექცნენ მანჩესტერს, რომ საკუთარ კედლებში მყოფ გუნდს მსაჯის მიმართ ასეთი დოზით უკმაყოფილების საფუძველი აქვს, ნუთუ იმდენად დიდი იყო ნანის გაძევებამდე მათი უპირატესობა, რომ მატჩის საბოლოო ანგარიშზე სწორედ მისმა გაძევებამ იმოქმედა, იქნებ მათი დამარცხების მიზეზი მხოლოდ პორტუგალიელის გაძევება არ გახლდათ?! მე მახსოვს ორივე თამაში სანტიაგო ბერნაბეუზეც და ოლდ ტრაფორდზეც და ეპიზოდებიც, რომლებიც რეალის სასარგებლოდ ნამდვილად არ დასრულებულა, დი მარიას საჯარიმოში შეპარვა და ჯონსის მიერ მისი უბრალოდ თამაშიდან მოწყვეტა და არ დანიშნული თერთმეტმეტრიანიც, მაგრამ ეს ეპიზოდი არაფერია ოლდ ტრაფორდზე იგუაინის დარტყმისას მომხდარ ფაქტთან შედარებით, რომესაც თურქმა არბიტრმა უბრალოდ ჩასტვენა ვერ გაბედა. იგუაინის თავურის შემდეგ რაფაელი უბრალოდ წამით დე ხეა გახდა და გადაარჩინა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისაგან, მსაჯის სასტვენი დუმდა, დუმდა მაშინ როცა თერთმეტმეტრიანი და წითელი ბარათიც გარდაუვალი იყო. ნანის გაძევება ჩემთვისაც მიუღებელი გახლავთ, მაგრამ მაინც გკითხავთ ყველას, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ მსაჯი ნანის არ გააძევებდა, მაგრამ რაფაელს კი და თან თერთმეტმეტრიანსაც მიაყოლებდა??? ალბათ ცოტა არ იყოს დამაბნეველი კითხვაა, ალბათ ნათელმხილველიც ვერ გასცემდა ამ კითხვაზე პასუხს, მაგრამ მანჩესტერის ფანების უმეტესობა რაფაელის გაძევებას დაასახელებდა, რადგან ყოველთვის ადვილია იმაზე ფიქრი და საუბარი, რაც არ მომხდარა და ვერც გადამოწმდება. 

ფერგიუსონის გამკვირვებია ასაკმა უწია თუ რა ხდება არ ვიცი, ჩემი უსაყვარლესი მწვრთნელი და უდიდესი პატივისცემით აღსავსე ადამიანია, სხვა თუ არაფერი "სერ” წოდება აქვს და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთელთა შორისაც ღირსეულად უჭირავს ადგილი. ბრაზილიელ რონალდოზე მსუქანაა და კრიშტიანუ რონალდუ მასზე გაცილებით ძლიერიაო, რატომ თქვა არ ვიცი, ეტყობა ცუდად დაამახსოვრდა კიჭას მიერ ოლდ ტრაფორდზე შესრულებული ჰეთთრიკი, ამას რომ თავი დავანებოთ მთელი კვირაა აჩემებული აქვს მესამედ გაგვაგდო ძალით მსაჯმა ჩემპიონთა ლიგიდანო, თითქოსდა ისეთი გამოკვეთილი ყოფილიყო მაჩესტერის უპირატესობა, როგორც მაგალითად 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელების და იტალიელების მიერ კორეის წინააღმდეგ გამართული მატჩები გახლდათ. მე მას უდიდეს პატივს ვცემ და ვაღიარებ ნანის არ გაძევება გაცილებით სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ ჩაქირმა ასე ჩათვალა საჭიროდ და არც ეს საქციელი გახლავთ იმდენად გასაკიცხი, რომ მას მადრიდის რეალის მეთორმეტე ფეხბურთელი ვუწოდოთ. გახსოვთ პეპეს და დანი ალვეშის ეპიზოდი და პეპეს წითელი? გახსოვთ ჩელსი-ბარსელონა და უამრავი არ დანიშნული თერთმეტმეტრიანი? მეც მახსოვს და მსაჯელონად წოდებული გუნდის ზედიზედ მოპოვებული ტიტულებიც არ მავიწყდება, ასეთი ლოგიკით ბარსელონა 2009 წლის ჩემპიონი არ უნდა გამხდარიყო, მაგრამ გახდა და რატომღაც მგონია თუ რეალი წელს ლიგის მოიგებას მოახერხებს ყველა ანტიმადრიდულად განწყობილი ადამიანი ჩაქირისკენ გაიშვერს ხელს, არცერთს არ გაახსენდება რეალის სწრაფი კონტრშეტევები, ლამაზი თამაში და გოლები, არც კრიშტიანუს და კომპანიის ბრწყინვალე ასპარეზობა, მინდა უბრალოდ ყველას გითხრათ ეს არის ფეხბურთი და ერთი კონკრეტული ეპიზოდით მის განსაზღვრას არავის გირჩევთ, რა მოხდებოდა ნანის გაძევების გარეშე ოლდ ტრაფორდზე? არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იქნებ უფრო დიდი ყოფილიყო ანგარიშიც რეალის სასარგებლოდ ან სულაც პირიქით, სულ ვერ მოეხერხებინა მადრიდის რეალს გოლის გატანა და მოდრიჩის ბრწყინვალე გოლიც არ გვენახა. არაპროგნოზირებადი რაც არის ჩემთის უფრო მეტადაა მოსაწონი, უფრო მეტად დამაინტრიგებელი, ამიტომაც მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ არ მიყვარს ბოღმით აღსავსე ადამიანები კონკრეტული გუნდების მიმართ, სოციალურ ქსელში არსებული ყველა "ხუმრობის პიკად ქცეული” კომენტარი თუ სურათი კი უბრალოდ მაღიზიანებს და მაგიტომაც შევეცადე ამ სტატიით შემენელებინა მაინც ის არარეალური განწყობა, რომლის თანახმადაც მანჩესტერს რეალმა თითქოსდა მსაჯის დახმარებით აჯობა.

 ბერნაბეუზე დე ხეას ბრწიყინვალე თამაში მაინც გაგახსენდეთ და ის სეივები,რომლებიც მან განახორციელა და გადაარჩინა გუნდი წაგებას. ან გამახსენეთ მანჩესტერი ვინმესთან მეორე ნომრად საკუთარ კედლებში? რეალთან რატომღაც ასე გამოჩნდა,ისინი 1:1-ის შემდეგ უკეთეს მდგომარეობაში მხოლოდ თეორიულად იყვნენ, რადგან რეალთან გოლის არ გაშვება უბრალოდ არარეალურად ჟღერს. მსაჯში კი არა საკუთარ თავში ეძებონ პრობლემა, რუნის რეალთან ასვენებ? ტრამვა აქვს და ერთი ტაიმის მერე აღარ ტკივა ფეხი? იქნებ ტკივილგამაყუჩებელი უცხოა თქვენთვის? 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი მთლიანად კივილგამაყუჩებლით ითამაშა რონალდუმ და რუნისთვის 90 წუთი გაჭირდა? აი ეს უნდა იყოს მანჩესტერის ფანების მთავარი არგუმენტი, როცა მათი გუნდის დამარცხებაზე ვსაუბრობთ და არა ნანის გაძევება!!! 

Views: 990



Shadow


content top