infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 11 » პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდები

პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდები

სუარესი
სადღეისოდ ალბათ, ესენი პრემიერლიგის საუკეთესო გუნდები არიან. "ლივერპულს” და "ტოტენჰემს” ვგულისხომბთ. ბოლო მატჩებიც ამის დასტურია. ამათი შეხვედრა კი თითქმის თვის ჰიტად იქცა. "ლივერპულმა” ტრადიციულად ღონივრად დაიწყო, ბურთს აკონტროლებდა და ანგარიშიც გახსნა. 21-ე წუთზე ბრაზილიელი კოუტინიო მარცხენა ფრთაზე ტექნიკურად გაისარჯა და ხოსე ენრიკეს გადააწოდა, ამან საჯარიმოში სუარესი მოძებნა და ურუგვაელმაც შეუჩერებლივ წაკრა ბურთს ფეხი – 1:0. ეს სუარესის 22-ე გოლი გახლდათ წლევანდელ პრემიერლიგაში. მასპინძლები ისევ უტევდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს სტუმრებმა იშვიათი კონტრშეტევა განახორციელეს, ბეილმა მარჯვნიდან ჩააწოდა საჯარიმოში და იქ თავით ვერტონგენმა ყველას დაასწრო -1:1. ვერტონგენმა მეორე ნახევრის დასაწყისში დუბლი შეასრულა, "დეზები” დააწინაურა და ამის შემდეგ ვითარებას კარგა ხანს უკვე სტუმრები აკონტროლებდნენ. მაგრამ სადაც "ლივერპულია” იქ თრილერიცაა და ბოლოსკენ "წითლებმა” მაინც იძალეს. ჯერ დაუნინგმა გაათანაბრა, გამოიყენა რა, მეკარე ლორისის მიუტევებელი შეცდომა. მერე კი, თუნდაც სუარესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი საკმაოდ საეჭვო იყო, მაგრამ მაინც. კაპიტანმა ჯერარდმა ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი და 3:2. 
 ლივერპულელთა თავკაცი ბრენდან როჯერსი ნამატჩევს ემოციებს ვერ მალავდა: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჩვენთვის, - განაცხადა როჯერსმა, - სერიოზული ტესტი ჩავაბარეთ. კარგად ვიცით სად გვინდა სეზონის ბოლოს ყოფნა. ახლა ქულების მოპოვებას გავაგრძელებთ და ვნახოთ რა გამოვა. ევროპის ლიგა? რატომ უფრო მაღალი მიზანი არა?” 
  
ნიუკასლი – სტოკი 2:1 (0:0)
ნიუკასლი. "სენტ ჯეიმსიზ პარკი.” 50 703
ნიუკასლი: ელიოტი, დებიუში, ტეილორი, იანგა-მბივა, სანტონი (ჰაიდარა 74) , კაბაიე, გუტიერესი, ტიოტე (მარვო 74), სისოკო, გუფრანი (კემპბელი 86), სისე
მწვრთნელი: ალან პარდიუ
სტოკი: ბეგოვიჩი, უილკინსონი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, შოტონი, ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი (ჯონსი 85), უოლტერსი, ჯერომი (უაითჰედი 88)
მწვრთნელი: ტონი პალისი
გოლები: 0:1 უოლტერსი (პენ, 67), 1:1 კაბაიე (73), 2:1 სისე (90+2) 
გაფრთხილება: სისე (64); უილსონი (64)
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 4(12)-4(4), ჯარიმა: 10-14, თამაშგარე: 1-4, სეივი: 3-3,  კუთხური: 14-4
  
ლივერპული – ტოტენჰემი 3:2 (1:1)
ლივერპული. "ენფილდი.” 44 752
ლივერპული: ჯონსი, კარაგერი, ჯონსონი, აგერი, ხოსე ენრიკე, დაუნინგი, ჯერარდი, Lლუკას ლეივა, ფილიპე კოუტინიო (ალენი 59), სუარესი, სტარიჯი (ჰენდერსონი 89)
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დაუსონი, ასუ-ეკოტო (კეროლი 90+1), უოლკერი, დემბელე, პარკერი, ბეილი, ლივერმორი (ჰოლტბი 84), სიგურდსონი, დეფო
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში
გოლები: 1:0 სუარესი (21), 1:1, 1:2 ვერტონგენი (45, 53), 2:2 დაუნინგი (66), 3:2 ჯერარდი (პენ, 82)
გაფრთხილება: კარაგერი (83); ვერტონგენი (57)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 5(6)-9(6), ჯარიმა: 9-8, თამაშგარე: 6-0, სეივი: 4-2,  კუთხური: 1-4
Views: 621



Shadow


content top