"მილანის” თავდამსხმელი, ჯამპაოლო პაცინი "ბარსელონასთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
28 წლის ფეხბურთელმა ტრავმა "ჯენოასთან” ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო. პაცინიმ კოჭი დაიზიანა, რის გამოც, 22-ე წუთზე ბალოტელიმ შეცვალა.
"შავ-წითლების” განაცხადი "ბარსელონასთან” გასამართი შეხვედრისათვის კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: აბიატი, ამელია, გაბრიელი.
მცველები: მექსე, იეპესი, ბონერა, დე შილიო, აბატე, ანტონინი, საპატა.
ნახევარმცველები: ბოატენგი, ამბროზინი, კონსტანტი, ფლამინი, მონტოლივო, მუნტარი, ტრაორე, ნოჩერინო.
თავდამსხმელები: რობინიო, ელ შაარავი, ნიანგი, ბოიანი.