Main »
2013 » March » 10 » გიგზმა რეალთან შოკი განიცადა
გიგზმა რეალთან შოკი განიცადა
მანჩესტერ "იუნაიტედის" 39 წლის ნახევარმცველი რაიან გიგზი გამოტყდა, რომ სამშაბათს "რეალის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის დროს ნანის გაძევებამ იგი შოკში ჩააგდო.
"ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული მატჩი რაიან გიგზისთვის პროფესიონალურ კარიერაში მე–1000 იყო. გასულ 999 მატჩში უელსელს არ განუცდია ისეთი შოკი, როგორიც "რეალთან" მატჩში ნანის გაძევებამ მოჰგვარა.
"მე მაშინვე მივარდი მასთან(მსაჯ ჯუნეით ჩაქირთან), რათა მეთქვა რომ ნანი ბურთს უყურებდა. ამის შემდეგ მე საჯარიმოსთან დავბრუნდი, რადგან მეგომა, რომ მოწინააღმდეგე სტანდარტს გაითამაშებდა."
"მე მსაჯს ვუყურებდი მაშინ როდესაც მან ნანის წითელი ბარათი უჩვენა. საფეხბურთო მოედანზე ასეთი შოკი არასდროს არ განმიცდია, რადგან წითელ ბარათის ჩვენებას არ ველოდი. არასდროს მინახავს, რომ სტადიონი ასეთი გაოცებული ყოფილიყო