infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 8 » რუნი მანჩესტერ იუნაიტედში რჩება

რუნი მანჩესტერ იუნაიტედში რჩება

manchester rooney"მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა დააკომენტარა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ შესაძლოა გუნდი დატოვოს.

"უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედში” მომდევნო სეზონშიც დარჩება. სიტყვას გაძლევთ, რომ ეს ასეც მოხდება”.

"ჩემსა და უეინს შორის ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. აბსურდია ის, რომ რომ ერთმანეთს არ ველაპარაკებით”.

"უეინმა სრულყოფილად გაიგო ის მიზეზები, რომელთა გამოც მე "რეალთან” მატჩის ძირითად შემადგენლობაში იგი არ დავაყენე”, – განაცხადა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზაფხულში რუნის ტრანსფერთან დაკავშირებით "პსჟ” ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას აპირებდა. პარიზული კლუბი მზადაა ამ ტრანსფერისთვის 46 მილიონი ევრო გამოყოს.
Views: 566



Shadow


content top