პრესა კვლავ აგრძელებს ინფორმაციების გავრცელებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზაფხულში უეინ რუნი სხვა კლუბში გადაბარგდება.
ასე რომ, ამჯერად, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun-მა გადაწყვიტა, ინგლისელი თავდამსხმელის ყიდვის მსურველთა შანსები შეეფასებინა:
"ჩელსი” – 6/1: რომან აბრამოვიჩის კლუბს მაღალი კლასის მქონე თავდამსხმელი სჭირდება. პრესა "ჩელსის” სახელს ედინსონ კავანისა და რადამელ ფალკაოსაც უკავშირებენ. ახლა კი უეინ რუნისაც.
"პსჟ” – 3/1: პარიზულ კლუბის მიზანია ევროპულ ფეხბურთში ადგილის დამკვიდრება. უეინ რუნი კი ამაში მას უნდა დაეხმაროს.
"რეალი” – 8/1: პრესა განიხილავს კრიშტიანუ რონალდუს – უეინ რუნიში შესაძლო "ბარტერს”.
"ანჟი” – 33/1: მახაჭკალური კლუბიც მოხვდა ამ სიაში. ბოლო დროს "ანჟი” მზადაა ყველა მსოფლიო დონის საუკეთესო ვარსკვლავი შეიძინოს, ლეო მესის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ "მან სიტიმ”, რომლის რუნის გადაბირების შანსები 5/2-ზე შეაფასეს, უეინის მიმართ ინტერესი უარყო, და განაცხადა, რომ მას "ემიუს” თავდამსხმელი არ სჭირდება.