infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 7 » ოსკარი სულ მალე საუკეთესი გახდება

ოსკარი სულ მალე საუკეთესი გახდება

ოსკარი
"ჩელსის” ბრაზილიელმა მცველმა თავის თანამემამულე გუნდელზე ისაუბრა. ოსკარი და ლუიზი "ჩელსიში” თამაშობენ, 21 წლის ოსკარს ყველა ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, მაგრამ დავიდ ლუიზმა განაცხადა, რომ მოთამაშეს შეუძლია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოთამაშე გახდეს.

"ოსკარი ძალიან ძლიერი მოთამაშეა, მას შესწევს ძალა გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე. ის ძალიან მორცხვი ადამიანია და თავმდაბალი, რაც მის კარიერას ზოგ შემთხვევაში ზიანს მიაყენებს, მე მას ყოველთვის ვახსენებ თავის ულამაზეს გოლებს, თუნდაც ავიღოთ უმნიშვნელოვანესი დუბლი "იუვენტუსის” კარში, მან ორი ულამაზესი გოლი გაიტანა. მე მას ყოველთვის ვეუბნები, რომ თუ მოინდომებს გახდება ყველაზე კარგი მოთამაშე პლანეტაზე. არიან ფეხბურთელები რომლებიც ბრაზილიაში არიან იდეალურები, მაგრამ ევროპაში როცა გადმოდიან ისინი ხდებიან საშუალო დონის მოთამაშეები, ოსკარს ეს ასე არ მოუვიდა, რადგან ის უნიჭიერესია და შეუძლია უმაღლეს კლასსზე თამაში, ბრაზილიის 10 ნომერი 21 წლის ასაკში თვით რონალდინიოსაც კი არ ჰქონია, ხოლო ოსკარს აქვს! "ევროპა ლიგა”? წელს ტიტულების მოგების სერიოზული შანსი მხოლოდ აქ გვაქვს, წინა წელს "ჩემპიონთა ლიგა” მოვიგეთ, ახლა ვეცდებით "ევროპა ლიგის” თასი ავწიოთ.” – დაასრულა "ჩელსის” ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ლუიზმა.
Views: 689



Shadow


content top