infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 7 » ტოტენჰემი ბეილის შენარჩუნებას ცდილობს

ტოტენჰემი ბეილის შენარჩუნებას ცდილობს

ბეილი"დეილი მეილის” ინფორმაციით, "ტოტენჰემ ჰოთსპური” მზად არის, მიიღოს უპრეცენდენტო ზომები იმისთვის, რომ გარეტ ბეილი შეინარჩუნოს. წყაროს ცნობით, ჩრდილოლონდონური გუნდის ხელმძღვანელები უელსელ ფეხბურთელს ხუთწლიან კონტრაქტსა და ჯამაგირის სახით 40 მილიონ ფუნტ სტერლინგს სთავაზობენ. თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, ბეილი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

გარდა ამისა, "დეზების” მფლობელი დანიელ ლევი ბეილის ტრანსფერზე შემოთავაზებული წინადადებების განსახილველადაც მზად არის, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პოტენციური მყიდველები უელსელი მარცხენაფლანგელის სანაცვლოდ "ტოტენჰემს” მინიმუმ 60 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბეილის გადაბირების სურვილი მადრიდის "რეალს” აქვს.
Views: 361



Shadow


content top