infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 7 » რონალდო საუკეთესო ფეხბურთელია

რონალდო საუკეთესო ფეხბურთელია

რონალდომადრიდის "რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ განაცხადა, რომ კრისტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

ბევრის აზრით, "სამეფო კლუბის” წარმატებაში უდიდეს როლს 28 წლის მოთამაშე ასრულებს, მაგრამ მაურინიო ამბობს, რომ გუნდის დახმარების გარეშე, რონალდო ვერაფერს გააკეთებს.

"როცა თამაშს ვაგებთ, პასუხისმგებლობა მხოლოდ რონალდოს არ ეკისრება, შესაბამისად, მხოლოდ ის მატჩს ვერ მოიგებს. გუნდის გარეშე, რონალდო არაფერია. კრისტიანო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. დიეგო მარადონას თამაში რამდენჯერმე მინახავს, ხოლო პელესი – არასოდეს. თუმცა, რონალდო შეუდარებელია. ეს კაცი საუკეთესოა”, – უთხრა 50 წლის სპეციალისტმა ITV Sport-ს.
Views: 411



Shadow


content top