infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 5 » მანჩესტერი-რეალის თამაშს მთელი მსოფლიო ელოდება

მანჩესტერი-რეალის თამაშს მთელი მსოფლიო ელოდება

მანცესტერი, რეალიმადრიდის "რეალი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გასამართი განმეორებითი შეხვედრისთვის ემზადება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს.

"თავი ყურადღებით უნდა დავიცვათ, მაგრამ ეჭვი არავის შეეპაროს იმაში, რომ მანჩესტერში შემტევ ფეხბურთს ვაჩვენებთ. ყველა ფეხბურთელი მზად არის სათამაშოდ, გარდა იკერ კასილასისა. შეხვედრას შესანიშნავი განწყობით ვხვდებით.

71 წლის ასაკში საკუთარი თავი ისევ მწვრთნელად წარმომიდგენია. თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, მუშაობის დიდი სურვილი მაქვს. ალექს ფერგიუსონი უნიკალური მწვრთნელია. მასზე ახალს ვერაფერს გეტყვით. მან ყველას პატივისცემა დაიმსახურა.

"მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართული შეხვედრები მოგებითაც დამისრულებია, წაგებითაც და ფრედაც. ჩემს გუნდებს "ოლდ ტრაფორდზე” არა ერთხელ უთამაშიათ, შესაძლოა 10-ჯერ, 12-ჯერ ან 20-ჯერაც კი, თუ "ინტერით”, "ჩელსით” და "პორტუთი” ევროთასებზე გამართულ მატჩებსაც ჩავთვლით. ასე რომ, სტატისტიკა მე არ მაღელვებს. "ოლდ ტრაფორდზე” გასამართი შეხვედრა შეიძლება ნებისმიერი შედეგით დასრულდეს – ან გავიმარჯვოთ, ან ტურნირს გამოვეთიშოთ. ჩემთვის ამ მატჩში გამარჯვება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ცხრა წლის წინ, "პორტუში” მუშაობის დროს იყო, თუმცა სიტუაციას სხვაგვარად მივუდგები, სხვა ემოციებით. თუ წავაგებთ – არ ვიტირებ, თუ მოვიგებთ – მოედანზე სირბილს არ დავიწყებ.

ბოლო შეხვედრაში პეპემ თავი უმაღლეს დონეზე წარმოაჩინა როგორც ტაქტიკურად, ასევე ფიზიკური მომზადებით. ის ცბიერი მოთამაშეა.

"მანჩესტერი” ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფეხბურთს უჩვენებს, გუნდს რამდენიმე თვეა, არ წაუგია. არც ჩვენ გვაქვს ნაკლები სერია, თუმცა არავინ იცის, ვინ გახდება მატჩის გმირი. მთელი მსოფლიო გაჩერდება იმისთვის, რომ ამ შეხვედრას უყუროს”, – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა” და "რეალს” შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს. შეხვედრას ჯიუნეთ ჩაქირის თავკაცობით თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
Views: 855



Shadow


content top