infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 5 » კასილასი დიდებული კაპიტანია

კასილასი დიდებული კაპიტანია

კასილასი"მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მეკარემ, ედვინ ვან დერ სარმა მადრიდის "რეალის” კიპერი, იკერ კასილასი შეაქო და თქვა, რომ ის "სამეფო კლუბისა” და ესპანეთის ნაკრების დიდებული კაპიტანია.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის მეკარემ ტრავმა 20 იანვარს, "ვალენსიასთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. თუმცა, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი "რეალს” მანჩესტერში გაჰყვა.

"რა შემიძლია ვთქვა კასილასის შესახებ? ის 31 წლისაა და ყველაფერი აქვს მოგებული. ვფიქრობ, მან მადრიდის "რეალის” პირველ გუნდში თამაში 17-18 წლის ასაკში დაიწყო, ეს კი ყველაფერზე მეტყველებს. კასილასს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მასზე ცუდი არასოდეს მსმენია. ის მადრიდის "რეალისა” და ესპანეთის ნაკრების დიდებული კაპიტანია”, – აცხადებს ვან დერ სარი.
Views: 491



Shadow


content top