infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 4 » რეალს ოლდ ტრაფორდზე გამარჯვების სჯერა

რეალს ოლდ ტრაფორდზე გამარჯვების სჯერა

კაკა, მანჩესტერი რეალიკაკას საუკეთესო მოგონებები აკავშირებს ოლდ ტრაფორდთან. მადრიდის "რეალის” ფოვარდმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ამ სტადიონზე 2007 წელს და მთელი მისი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ძალიან ლამაზი გოლიც გაიტანა. 

"ყველა მოთამაშეს სურს ასეთი მატჩის ჩატარება. პირველი მატჩი "ბერნაბეუზე” გაიმართა. მინდორზე ისეთი განწყობით გავდიოდით, რომ ვიცოდით, გამარჯვება შეგვეძლო. "მანჩესტერ იუანიტედი” ძლიერი გუნდია, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე” თავდაჯერებულები მივდივართ”, -განაცხადა კაკამ კლუბის ოფიციალურ საიტთან.

"იუნაიტედი? ეს არის ტრადიციული ევროპული გუნდი, რომელიც ყოველთვის შორს მიდის, რა ტურნირზეც არ უნდა თამაშობდეს. გარდა ამისა, იქ ბევრი ინდივიდუალისტი თამაშობს, როგორიცაა უეინ რუნი და ვან პერსი. რაც შეეხება სტადიონს, ფანტასტიურია- განსაკუთრებული ატმოსფეროთი და ფანებით”.
Views: 579



Shadow


content top