infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 3 » ვალდესი 4-დან 12 მატჩამდე გამოტოვებს

ვალდესი 4-დან 12 მატჩამდე გამოტოვებს

ვალდესმა წითელი მიიღო"ბარსელონას” კიპერ ვიქტორ ვალდესს, რომელმაც მადრიდის "რეალთან” გამართული მატჩის შემდეგ მთავარ მსაჯთან კამათის გამო წითელი ბარათი მიიღო, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. კატალონიური გუნდის მეკარემ შეიძლება 4-დან 12 მატჩამდე გამოტოვოს. ამგვარ სასჯელს ითვალისწინებს ლა ლიგის დისციპლინარული კოდექსის 94-ე მუხლი.

"ელ კლასიკოს” ბოლოს "ბარსელონას” ფეხბურთელი ადრიანო "რეალის” საჯარიმო მოედანზე წაიქცა, თუმც მთავარმა მსაჯმა მიგელ პერესმა აღნიშნული ეპიზოდი ყურადღების გარეშე დატოვა, რასაც კატალონიელთა აღშფოთება მოჰყვა, ყველაზე მეტად კი ვალდესი აქტიურობდა. "ბარსელონას” კარის დარაჯმა არბიტრს უსირცხვილო უწოდა და წითელი ბარათიც დაიმსახურა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალდესსა და მსაჯს შორის ჩხუბი გასახდელში გაგრძელდა. Cadena SER-ის ცნობით, მეკარემ არბიტრს სახეში ხელი გაარტყა, რის შემდეგაც "ბარსელონას” კიპერი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
Views: 732



Shadow


content top