"ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში მადრიდის "რეალთან” გასამართ მატჩში ვერ ითამაშებს. 33-წლის ფეხბურთელმა ქვეყნის სამეფო თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში მუხლქვედა მყესი დაიშავა. ტრავმის მოშუშებას 10-15 დღე დასჭირდება. არ არის გამორცხული, ჩავიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, "მილანის” წინააღმდეგ გასამართი განმეორებითი მატჩიც გამოტოვოს, რომელიც 12 მარტს შედგება.
შეგახსენებთ, რომ კატალონიური გუნდის ნახევარმცველმა ანალოგიური დაზიანება თებერვლის დასაწყისშიც მიიღო. მაშინ ჩავიმ პრიმერადივიზიონის ორი მატჩი გამოტოვა.
"ბარსელონას” მწვრთნელი მადრიდში ამ შემადგენლობით მიემგზავრება:
მეკარეები: ვიქტორ ვალდესი, პინტო;
მცველები: დანი ალვეში, პიკე, ბარტრა, პუიოლი, მასკერანო, ალბა, ადრიანო;
ნახევარმცველები: სონგი, სერხიო ბუსკეტსი, ინიესტა, ტიაგო ალკანტარა, ფაბრეგასი;
თავდამსხმელები: პედრო, მესი, ტელიო, ალექსის სანჩესი, ვილია.
"ელ კლასიკო” დღეს, ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება