infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 1 » გიგზს მანჩესტერმა კონტრაქტი გაუგრძელა

გიგზს მანჩესტერმა კონტრაქტი გაუგრძელა

გიგზი
"მანჩესტერ იუნაიტედის” უელსელმა გარემარბმა რაიან გიგზმა კლუბთან ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ, მანჩესტერული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
  "როგორც არასოდეს, ფეხბურთით ისე ვტკბები. გუნდის ნაწილად ყოფნა და მისი სულისკვეთების შეგრძნება, საოცარი გრძნობაა. ჩვენ მუდმივად ვიბრძვით იმ ტურნირების მოსაგებად, რომლებშიც ვმონაწილეობთ. გამარჯვება არ შეიძლება რომ მოგბეზრდეს. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმე. მსურს, მადლობა გადავუხადო ალექს ფერგიუსონსა და მთელ სამწვრთნელო შტაბს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მხარს მიჭერდნენ” – განაცხადა 39 წლის გიგზმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.  
 გიგზი "მანჩესტერ იუნაიტედში” 1990 წლიდან თამაშობს და გუნდის რიგებში ყველა დონის ტურნირებზე ჩატარებულ 931 მატჩში 168 გოლი გაიტანა.
Views: 381



Shadow


content top