infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 1 » ლევანდოვსკი დორტმუნდიდან მიდის

ლევანდოვსკი დორტმუნდიდან მიდის

ლევანდოვსკი
მიხაელ ცორკმა დაადასტურა: ლევანდოვსკი მიდის!

"ბაიერნთან" მატჩის წინ "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი "ბორუსიასთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 წლის გოლეადორი გერმანიის მოქმედ ჩემპიონს ან მომავალ ზაფხულს დატოვებს, ანაც გაისად, ოღონდ უფასოდ.

ფეხბურთელის მრჩეველმა ჩეზარი კუხარსკიმ შედარებით ადრე თქვა, ჩემს კლიენტს კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვსო და როგორც ხედავთ, გამართლდა მოლოდინი იმის შესახებ, რომ რობერტი "ბორუსიადან" აიბარგებოდა. ახლა გასარკვევია, როდის წავა ლევანდოვსკი და მართლა "ბაიერნში" გადავა, თუ არა.

"ბილდის" ინფორმაციით, რეკორდმაისტერი ლევანდოვსკის სანაცვლოდ ფულის გადახდას არ აპირებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ბავარიელებს პოლონელის ხელში ჩაგდება უფასოდ უნდათ, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ რობერტი "დორტმუნდში" კიდევ ერთ სეზონს გაატარებს და რეკორდმაისტერში გაისად გადავა.
Views: 504



Shadow


content top