პერსი ემიუში ყოფნით კმაყოფილია
ჰოლანდიელი ბომბარდირი "ოლდ ტრაფორდზე” ცხოვრებით კმაყოფილია.
"მომდევნო რამოდენიმე წელიწადს მე ნამდვილად "მანჩესტერ იუნაიტედში” გავატარებ. სავსებით შესაძლებელია, აქ უფრო დიდი ხნითაც დავრჩე. არც ისაა გამორიცხული, რომ "იუნაიტედი” ჩემს პროფესიონალურ კარიერაში ბოლო კლუბი გახდეს”, – ციტირებს რობინის სიტყვებს Voetbal International.
"ევროპაში რამოდენიმე კლუბია, სადაც ვეტერანი ფეხბურთელები თავს შესანიშნავად გრძნობენ. ასეთი ფეხბურთელები განსაკუთრებით "იუვენტუსსა” და "მილანში” ჭარბობენ, თუმცა ამ მხრივ "ემიუც” შესანიშნავი მაგალითია. ვინ იცის, კიდევ რა დროის განმავლობაში დავრჩები მე აქ”.
Category: ახალი ამბები
Views: 628
Added: Sky
Date: 27.03.2013 - 23:19
პასტორე პსჟ-ში რჩება
"პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი, თავის მომავალს მხოლოდ პარიზულ კლუბს უკავშირებს.
"ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ მე სამუშაო ადგილის შეცვლა მსურს. გარწმუნებთ, ამ ინფორმაციას რეალობასთან არანაირი საერთო გააჩნია.”-აცხადებს ხავიერ პასტორე.
"მე საფრანგეთში დარჩენას ვგეგმავ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი ლიგა 1-ის მოგებას შეძლებს. შემდეგ, კი უკვე უფრო სერიოზული მიზნების დასახვას შევუდგებით.”-დაასრულა არგენტინელმა თავდამსხმელმა.
Category: ახალი ამბები
Views: 769
Added: Sky
Date: 27.03.2013 - 17:16
გიგზს თამაშის დიდი სურვილი აქვს
"მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, რადიო Sirius XM-თან მიცემულ ინტერვიუში, გუნდის ვეტერანი ფეხბურთელი კომპლიმენტებით შეამკო.
"რაიანი განსაკუთრებული ადამიანია. მას თითქმის არასდროს ჰქონია დისკვალიფიკაცია, არასდროს ჰქონია სერიოზული დაზიანება. იგი ყველა ტრენინგში იღებს მონაწილეობას.”-აცხადებს სერ ალექს ფერგიუსონი.
"გიგსს უბრალოდ თამაშის უდიდესი სურვილი აქვს. იგი მართავს გუნდს ისე, როგორც ნამდვილი ლიდერი. დარწმუნებული ვარ, რომ უელსელი ნახევარმცველი დიდ ფეხბურთში ყოფნას, 41 წლამდე შეძლებს.”-დაასრულა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
Category: ახალი ამბები
Views: 621
Added: Sky
Date: 27.03.2013 - 16:38
მოურინიო ჩელსში?
პორტუგალიელის სახელს აქტიურად უკავშირებენ ლონდონურ კლუბს.
იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც Daily Mail ავრცელებს, ჟოზე მოურინიო "სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა, სადაც 2004-წლიდან 2007-წლამდე მუშაობდა.
გარდა "ჩელსისა”, მოგეხსენებათ, პორტუგალიელის ხელში ჩაგდება "მანჩესტერ სიტისა” და "პარი სენ ჟერმენსაც” სურს, თუმცა მოურინიოს ამ კლუბებიდან რომელიმეში მუშაობა არ სურს, რომელსაც მისთვის მხოლოდ მაღალი ხელფასის შეთავაზება შეუძლია.
იტყობინებიან, რომ აბრამოვიჩი თავის ყველა რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რათა "ჩელსიში” გუნდის ყოფილი თავკაცი დააბრუნოს, გარდა ამისა, იმ ტრანსფერების
...
Read more »
Category: ახალი ამბები
Views: 869
Added: Sky
Date: 26.03.2013 - 20:00
ფენერბაჰჩეს ტერი სჭირდება
"ჩელსის” კაპიტანი შესაძლოა სტამბულში გადაბარგდეს.
როგორც Daily Mail იტყობინება, ზაფხულში "ჩელსის” მცველი და კაპიტანი ჯონ ტერი შესაძლოა "ფენერბაჰჩეში” გადაბარგდეს. შეგახსენებთ, რომ მას ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. 2013-წლის ზაფხულში ჯონმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ სად გააგრძელებს კარიერას.
შეგახსენებთ, ადრე იტყობინებოდნენ, რომ ტერის გადაბირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბებიც ინტერესდებოდნენ. "ფენერბაჰჩეში” კი შესაძლოა მისი თანაგუნდელი "ჩელსის” ექს-ფეხბურთელი რაულ მეირელეში გახდეს.
Category: ახალი ამბები
Views: 767
Added: Sky
Date: 26.03.2013 - 19:03
ვიდიჩი მილანში გადავა
"წითლებმა” და უბრალოდ "ეშმაკუნებმა” ზაფხულში შესაძლოა გახმაურებული ტრანსფერი განახორციელონ.
Goal.com-ის ინფორმაციით, ხშირი ტრავმები, ასევე ისიც, რომ სერბს კლუბთან კონტრაქტი 2014-წლის ზაფხულში ეწურება, "ემიუს” აიძულებს მცველი გაყიდოს.
ნემანია შესაძლოა "მილანში” აღმოჩნდეს, რომელიც მზადაა გამოცდილი მცველი 10 მილიონ ევროდ შეიძინოს, ამ თანხამ ალექს ფერგიუსონიც უნდა დააკმაყოფილოს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მანჩესტერელები გოლს თითქმის ყველა შეხვედრაში უშვებენ, რაც ძირითადად შოტლანდიელი სპეციალისტის გუნდის მცველების გახშირებული ტრავმებია.
Category: ახალი ამბები
Views: 750
Added: Sky
Date: 26.03.2013 - 19:00
პაცინი კიევოსთან ვერ ითამაშებს
"მილანის” ფორვარდი ჯამპაოლო პაცინი ტრავმის შემდეგ გამონჯამრთელების პროცესს აგრძელებს, რომელიც ჯერ კიდევ "ჯენოასთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო.
"პაცინი დისკომფორტს ჯერ კიდევ გრძნობს. იგი აქტიურად მუშაობს, თუმცა არამგონია "კიევოსთან” გასამართი მატჩისათვის სრულ მზადყოფნაში იყოს”, – განაცხადა ადრიანო გალიანიმ.
"ჯამპაოლო "კამპ ნოუზე” "ბარსელონასთან” გამართულ შეხვედრაში ძალიან დაგვაკლდა. ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, თუმცა ეს უკვე წარსულს ჩაბარდა”.
მიმდინარე სეზონში 28-წლის თავდამსხმელმა სერია ა-ს ეგიდით 22 მატჩი ჩაატარა და საკუთარ ანგარიშზე 13 გატანილი გოლი ჩაიწერა.
Category: ახალი ამბები
Views: 669
Added: Sky
Date: 26.03.2013 - 18:58
« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 88 89 »