infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 13 » საქართველოს ნაკრების სპარინგები: დანია, ყაზახეთი...

საქართველოს ნაკრების სპარინგები: დანია, ყაზახეთი...

ყაზახური სპორტული გამოცემა sports.kz-ი იუწყება, რომ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ყაზახეთის საფეხბურთო ეროვნული გუნდი ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრებთან გამართავს.
 ეს ინფორმაცია "მსოფლიო სპორტმა” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძესთან გადაამოწმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ყაზახებს თამაში მართლაც სურთ, მაგრამ მხარეები ჯერ ბოლომდე არ შეთანხმებულან. საქმე ისაა, რომ სფფ აგვისტოსთვის სხვა სპარინგ-პარტნიორებსაც ეძებს.
 აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ივნისში ორ მახანაგურ თამაშს ჩაატარებს. ფაქტობრივად გარკვეულია, რომ ერთ-ერთი მეტოქე დანიის ეროვნული ნაკრები იქნება, რომელსაც სტუმრად შევხდებით. მეორე სპარინგ-პარტნიორის ვინაობა ბოლომდე დადგენილი ჯერ არ არის
Views: 721



Shadow


content top