"სევილიას” 27 წლის ნახევარმცველი, ხესუს ნავასი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც გუნდში სამუშაოდ უნაი ემერი მივიდა, სევილიელთა სათამაშო სტილი შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს, "სევილია” მადრიდში, "რეალს” ესტუმრება.
"ჩვეულებრივ, "რეალსა” და "სევილიას” შორის გამართულ მატჩებში ბევრი გოლი გადის, რის გამოც, მაყურებლები ჩვენი გუნდების თამაშებს დიდი სიამოვნებით უყურებენ. "რეალის” წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო მატჩში გავიმარჯვეთ, ამიტომ თვითდაჯერებულები ვართ. ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, "სევილია” მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს”, – განაცხადა ესპანეთის ნაკრების მოთამაშემ.
ნავასმა კომენტარი "სევილიას” მწვრთნელზე, უნაი ემერზეც გააკეთა.
"უნაი ემერის მოსვლის შემდეგ, სტილი შევიცვალეთ. ყველა მეტოქესთან კარგად ვთამაშობთ. გუნდი ბევრს მუშაობს. უმეტეს შემთხვევებში, ჩვენს მეტოქეებზე უკეთ ვთამაშობთ.”