infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 8 » ანელკა: “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”

ანელკა: “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”

"იუვენტუსის” 33 წლის ფრანგი ახალწვეულის, ნიკოლას ანელკას აზრით, ტურინელებს ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწიონ.

"ჩელსის” ყოფილი მოთამაშე ფიქრობს, რომ "იუვენტუსს” "სელტიკთან” რთული მატჩები ელის.

"იუვენტუსში” ყველა ფეხბურთელი იმისთვის თამაშობს, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია, თუმცა ამ ტურნირზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ჩემი ტურინულ კლუბში გადმოსვლის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ მჯერა, ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ. პირველივე ვარჯიშზე ვიგრძენი, რომ აქ უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან თავმოყრილი”, – აცხადებს ფრანგი ფეხბურთელი.

ანელკამ კომენტარი "სელტიკთან” გასამართ მატჩზეც გააკეთა: "გლაზგოში თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. მათ ძალიან აქტიური გულშემატკივრები ჰყავთ, რის გამოც, "სელტიკს” თამაში უადვილდება, მეტოქეს – ურთულდება.”
Views: 576



Shadow


content top