infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » Entries archive

Entries archive - Archive

ზესტაფონმა სუპერთასი მოიგო
ზესტაფონი, სუპერთასი
"მიხეილ მესხზე" საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თასის მფლობელი და ჩემპიონი დაუპირისპირდნენ. 
თამაში ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა. გუნდები, შარშანდელთან შედარებით, განსხვავებული შემადგენლობებით ასპარეზობდნენ, რადგან ორივე მათგანი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, სამაგიეროდ, ვიხილეთ ახალი მოთამაშეები ორივე გუნდის შემადგენლობაში.

საერთოდ, მატჩზე რომ ვთქვათ, სანახაობრივი ვერ გამოდგა. პირველი ტაიმი ისე მიიწურა, მნიშვნელოვანი ეპიზოდი არცერთი გუნდის კიპერს შექმნია, თუ არ ჩავთვლით ბოლო წუთზე კაჭკაჭიშვილის თავურს, რომელიც გორელთა კარს ზემოდან გადასცდა. მატჩის სანახავად, სხვა თამაშების დასწრებისგან განსხვავებით, საკმაოდ მრავალრიცხოვანი მაყურებელი მოვიდა სტადიონზე. კლუბების ფანკლუბებმა ფეარშოუთი კიდევ უფრო გაალამაზეს შეხვედრა.

< ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 962 Added: Sky Date: 23.02.2013 - 01:52

ნიუკასლი ერთი თვე კრულის გარეშე ითამაშებს
კრული
"ნიუკასლს" დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ძირითადი შემადგენლობის გოლკიპერის ტიმ კრულის გარეშე მოუწევს ასპარეზობა.

ჰოლანდიელმა კიპერმა ევროპის ლიგის გუშინდელ გამართულ შეხვედრაში ხარკოვის "მეტალისტის" წინააღმდეგ ტერფის ტრავმა მიიღო.

დღეს კრულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც აჩვენა, რომ ფეხბურთელს სერიოზული დაზიანება აღენიშნება.

"ნიუკასლის" ექიმები ჯერჯერობით არ აცხადებენ, თუ რა დროის განმავლობაში იუქმებს გუნდის გოლკიპერი, თუმცა BBC იტყობინება, რომ კარის დარაჯი "კაჭკაჭების" დახმარებას დაახლოებით მომდევნო ხუთი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.
Category: ახალი ამბები Views: 551 Added: Sky Date: 23.02.2013 - 01:47

ვიდალი და კასერესი სიენასთან ვერ ითამაშებენ
ვიდალი და კასერესი
"იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს გუნდში სერიოზული საკადრო დანაკლისი აქვს.

დღეს დილით გამართულ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა და მცველმა მარტინ კასერესმა. სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, ლათინოამერიკელები საკუთარი გუნდის დახმარებას "სიენასთან" კვირას გასამართ შეხვედრაში ვერ შეძლებენ.

ვიდალს მარჯვენა ფეხის დაზიანება აწუხებს, ხოლო კასერესმა ზურგში დისკომფორტი იგრძნო.

შეგახსენებთ, რომ დაზიანების გამო მომდევნო შეხვედრაში "ბებერი ქალბატონის" დახმარებას ასევე ვერ შეძლებენ სიმონე პეპე და ჯორჯო კიელინი.
Category: ახალი ამბები Views: 627 Added: Sky Date: 23.02.2013 - 01:45

სტივენ ტეილორს ინგლისში დაბრუნება უნდა
სტივენ ტეილორი
სტივენ ტეილორი აცხადებს რომ მისი გამოწვევა 2014 წლის მუნდიალზე თამაშია.

"მე მსურს დავბრუნდე ინგლისის ნაკრებში,ძალიან მინდა 2014 წლის მუნდიალზე ვითამაშო,მე მსურს მალე ჩავდგე ფორმაში,რითაც ჩემი ინგლისის ნაკრებში დაბრუნება უფრო რეალური გახდება."

"ჩემი აზრით მე ღირსი ვარ დავბრუნდე ნაკრებში,ამისათვის ყველაფერს ვაკეთებ,და რათქმაუნდა კიდევ ბევერს გავაკეთებ,აი ეს არის ჩემი პრიორიტეტი."–დაასრულა სტივენ ტეილორმა
Category: ახალი ამბები Views: 709 Added: Sky Date: 23.02.2013 - 01:42

პელეგრინი მანჩესტერ სიტიში
მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელები ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან. რობერტო მანჩინი მიმდინარე სეზონში ცოტა არ იყოს უსუსურ სიტის ათამაშებს, რომელიც გასულ სეზონში ინგლისში საუკეთესო იყო.
პელეგრინი

ახალ მწვრთნელად დანიშვნის ერთ-ერთი რეალური ვარიანტი ანდალოზიური მალაგას სპეციალისტი, მანუელ პელეგრინია. 24horas.cl-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მანჩესტერელები აუცილებლად ეცდებიან პელეგრინისთან მოლაპარაკებების წარმართვას. 59 წლის სპეცილიასტსაც სურს მალაგას დატოვება, სადაც უკკვე საკმაო ხანია, რაც უკიდურესი ფიუნანსური კრიზისი მძვინვარებს.

მანჩესტერ სიტის ადმინისტრაცია პელეგრინის გარდა სხვა ვაინტებსაც განიხილავს, მათ ინტერესთა სფეროში ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე და ზენიტის სპეციალისტი ლუჩიანო სპალეტია.
Category: ახალი ამბები Views: 629 Added: Sky Date: 23.02.2013 - 00:40

პრემიერ ლიგის თამაშების პრევიუ
ფულემი - სტოკი "კრევენ კოტეჯი" დასაწყისი 16:45
premier league, პრემიერ ლიგა
იანვარში ფულემმა საკმაოდ გააძლიერა შემადგენლობა. მათ ფეხბურთელები არენდით გადმოიყვანეს და გულშემატკივარიც კარგ შედეგს უნდა ელოდოს. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ისიც, რომ სტოკს ბოლო 22 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. გასულ ტურში რედინგის დამარცხებით, სტოკმა შეწყვიტა 6 მატჩიანი მოუგებელი სერია. ბოლო 5 გასვლითი მატჩიდან ტონი პულისის შეგირდებმა გაიტანეს ერთადერთი გოლი.

კირან რიჩარდსონი, რომელმაც 5 კვირა გამოტოვა ტრავმის გამო, ამ შეხვედრაში დაბრუნდება. მამადუ დიარა და კერიმ ფრაი ისევ ტრავმირებულნი არიან.

მარკ უილსონი, ბრეკ ში და კამერონ ჯერომი გამოჯანმრთელდნენ და განაცხადში იქნებიან. მაიკლ ოუენმა კი ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და კვლავ ვერ ითამაშებს.

< ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 981 Added: Sky Date: 22.02.2013 - 22:59

სანია არსენალს არ დატოვებს
სანია
"არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი არ აპირებს გუნდიდან ბაქარი სანიას გაშვებას.

ფრანგ ფეხბურთელს, კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.ასე რომ, სანიას მომავალი კლუბის ხელმძღვანელობის ხელშია.თუ ისინი მოისურვებენ სანიას გაშვებას ეს ასეც მოხდება.

"სანია ბრწყინვალე ფეხბურთელია, სანიას შეუძლია წავიდეს გუნდიდან, თუ კი ამას ჩვენ მოვისურვებთ. მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან არ მოხდება.ჩვენი სურვილია, რომ ის გუნდში დარჩეს" - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ სანია "არსენალში" 2007 წელს, "ოსერიდან" გადავიდა.
Category: ახალი ამბები Views: 703 Added: Sky Date: 22.02.2013 - 22:47

« 1 2 ... 351 352 353 354 355 ... 474 475 »
content top