infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » ახალი ამბები

ახალი ამბები - Archive

არსენალმა პერსის პატივი უნდა სცეს
ლონდონის "არსენალის” ფრანგი მწვრთნელი, არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ მისი გუნდის ფეხბურთელები და გულშემატკივრები გუნდის ყოფილ მოთამაშეს, რობინ ვან პერსის "მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში კარგად დახვდებიან.

"ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ გუნდის ყველა ყოფილ მოთამაშეს და გამონაკლისი არ არის, არც რობინ ვან პერსი”-განაცხადა ფრანგმა.

"რაც შეეხება მანჩესტერთან დუელს. ჩვენ გამოვალთ მოედანზე, რათა ავიღოთ სამი ქულა. არ აქვს მნიშვნელობა სჭირდებათ თუ არა მათ ეს მატჩი ჩემპიონობისთვის”.

ამ დროისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედი” ეთამაშება "ასტონ ვილას” და 3-0 ამარცხებს. გამარჯვების შემთხვევაში, ისინი დღეს ოფიციალურად გახდებიან პრემიერლიგის 2012/2013 წლის სეზონის ჩემპიონები.
Category: ახალი ამბები Views: 677 Added: Sky Date: 23.04.2013 - 01:30

ბარსელონამ რუნის დაუმიზნა
ემიუს ვარსკვლავი შესაძლოა ლიონელ მესის პარტნიორი გახდეს.
როგორც El Mundo Deportivo იტყობინება, "ბარსელონა” "მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის უეინ რუნის გადაბირებითაა დაინტერესებული. იტყობინებიან, რომ "ბარსას” მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იმედგაცრუებულია იმით, თუ როგორ თამაშობს მისი გუნდი ლიონელ მესის გარეშე. სწორედ ამიტომ, ზაფხულში კატალონიელებს, როგორც ჩანს, სერიოზული საკადრო ცვლილებები ელოდებათ. 

"ბარსაში” გადაბარგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად უეინ რუნი მოიაზრება, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ლიონელ მესით აღფრთოვანებულია. კატალონიაში გადაბარგების სხვა ვარიანტებად "ბაიერნისა” და "დორტმუნდის” ფორვარდები მარიო გომესი და რობერტ ლევანდოვსკი განიხილებიან. შეგახსენებთ, პრესაში ხშირად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ რუნით "პარი სენ ჟერმენია” დაინტერესებული, თუმცა ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 698 Added: Sky Date: 17.04.2013 - 19:36

ლივერპული ანდრე აიუთი დაინტერესდა
მარსელის ახალგაზრდა თავდამსხმელი შესაძლოა ნისლიან ალბიონზე აღმოჩნდეს.

ფრანგული კლუბის ფორვარდმა ანდრე აიუმ ზაფხულში შესაძლოა თავისი ხანგრძლივი ოცნება აიხდინოს და ინგლისის ჩემპიონატში გადაბარგდეს. განელი ფეხბურთელის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული მერსისაიდული "ლივერპული”.

საინტერესოა, რომ ადრე აიუს სახელს მილანის "ინტერსა” და თურქულ "ფენერბაჰჩესაც” უკავშირებდნენ.
Category: ახალი ამბები Views: 671 Added: Sky Date: 17.04.2013 - 19:34

რუნის ემიუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი უეინ რუნი კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.
რუნის გადაბირებით პარი სენ ჟერმენია დაინტერესებული, თუმცა თავად ფეხბურთელი მანჩესტერის დატოვებას არ აპირებს. სწორედ ამიტომ, უეინის მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან "ემიუს” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოა. გარდა ამისა, პრესაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება მადრიდის "ატლეტიკოს” კოლუმბიელი ფორვარდის რადამელ ფალკაოს "წითელი ეშმაკუნების” შემადგენლობაში შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით.

რუნის "ემიუსთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2015-წელს ეწურება, ხოლო მისი ყოველკვირეული ანაზღაურება 250 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
Category: ახალი ამბები Views: 642 Added: Sky Date: 16.04.2013 - 20:16

მანჩესტერ სიტის მარიო გომესი უნდა
მანჩესტერ სიტი ბაიერნის თავდამსხმელის მარიო გომესის გადაბირებას ეცდება, რომელსაც მიუნხენურ გუნდში ხორვატი ბომბარიდირის მარიო მანჯუკიჩის მისვლის შემდეგ, რეკორდმაისტერის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს.

დიდი ხნის განმავლობაში "ცისფრების” მთავარ სატრანსფერო მიზნად "ნაპოლის” ფორვარდი ედინსონ კავანი ითვლებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მანჩესტერულ კლუბში ურუგვაელის ტრანსფერი, მადრიდის "რეალის” მხრიდან სერიოზული კონკურენციის გამო, ნაკლებად სავარაუდოა.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში გომესმა "ბაიერნის” მაისური 16 შეხვედრაში მოირგო და თავი გატანილი რვა გოლით გამოიჩინა.
Category: ახალი ამბები Views: 631 Added: Sky Date: 16.04.2013 - 20:14

ბარსელონა პიკესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
კატალონიის ბარსელონა გუნდის მცველთან ხერარდ პიკესთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს.

ხერარდი გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ითვლება და "ბარსას” გულშემატკივრების დიდი სიყვარულითაც სარგებლობს.

მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად, პიკეს "ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2015-წლის ზაფხულში ეწურება.

საინტერესოა, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გვარდიოლას "ბარსელონაში” მუშაობის პერიოდში, "ლურჯ-ბროწეულისფრების” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა პიკეს სათვალთვალოდ დეტექტივები დაიქირავა.
Category: ახალი ამბები Views: 632 Added: Sky Date: 16.04.2013 - 20:13

ნეიმარი – ბარსელონას პირველი არჩევანი
კატალონიის ბარსელონას აგენტმა ანდრე კიურიმ, რომელიც სამხრეთ ამერიკის ზონაში ფეხბურთელების ძიებითაა დაკავებული, დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიელებს სანტოსის ფორვარდის ნეიმარის ხელში ჩაგდება სურთ.

"ბარსელონა” ნეიმარის გადაბირებითაა დაინტერესებული. იგი იმ ფეხბურთელთა სიის სათავეშია, რომელთა ყიდვაც ჩვენ გვსურს. "ბარსელონა” ბევრ ფეხბურთელს არ შეიძენს, თუმცა ნეიმარი – ჩვენი პირველი არჩევანია. როდესაც იგი "სანტოსის” დატოვებას გადაწყვეტს, მზად ვიქნებით ვიმოქმედოთ. მესი, ხავი და ინიესტა მას ელოდებიან. როდესაც ნეიმარი "ბარსაში” გადავა, იგი მხოლოდ ერთ მესიზე დამოკიდებული აღარ იქნება, რადგან კლუბს უკვე ორი ერთი დონის სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი ეყოლება”, – განაცხადა კიურიმ.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელის სახელს ლონდონის "ჩელსისაც” აქ ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 882 Added: Sky Date: 16.04.2013 - 03:43

1 2 3 ... 88 89 »
content top