infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 23 » ვიდალი და კასერესი სიენასთან ვერ ითამაშებენ

ვიდალი და კასერესი სიენასთან ვერ ითამაშებენ

ვიდალი და კასერესი
"იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს გუნდში სერიოზული საკადრო დანაკლისი აქვს.

დღეს დილით გამართულ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა და მცველმა მარტინ კასერესმა. სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, ლათინოამერიკელები საკუთარი გუნდის დახმარებას "სიენასთან" კვირას გასამართ შეხვედრაში ვერ შეძლებენ.

ვიდალს მარჯვენა ფეხის დაზიანება აწუხებს, ხოლო კასერესმა ზურგში დისკომფორტი იგრძნო.

შეგახსენებთ, რომ დაზიანების გამო მომდევნო შეხვედრაში "ბებერი ქალბატონის" დახმარებას ასევე ვერ შეძლებენ სიმონე პეპე და ჯორჯო კიელინი.
Views: 625



Shadow


content top