infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 23 » ზესტაფონმა სუპერთასი მოიგო

ზესტაფონმა სუპერთასი მოიგო

ზესტაფონი, სუპერთასი
"მიხეილ მესხზე" საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თასის მფლობელი და ჩემპიონი დაუპირისპირდნენ. 
თამაში ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა. გუნდები, შარშანდელთან შედარებით, განსხვავებული შემადგენლობებით ასპარეზობდნენ, რადგან ორივე მათგანი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, სამაგიეროდ, ვიხილეთ ახალი მოთამაშეები ორივე გუნდის შემადგენლობაში.

საერთოდ, მატჩზე რომ ვთქვათ, სანახაობრივი ვერ გამოდგა. პირველი ტაიმი ისე მიიწურა, მნიშვნელოვანი ეპიზოდი არცერთი გუნდის კიპერს შექმნია, თუ არ ჩავთვლით ბოლო წუთზე კაჭკაჭიშვილის თავურს, რომელიც გორელთა კარს ზემოდან გადასცდა. მატჩის სანახავად, სხვა თამაშების დასწრებისგან განსხვავებით, საკმაოდ მრავალრიცხოვანი მაყურებელი მოვიდა სტადიონზე. კლუბების ფანკლუბებმა ფეარშოუთი კიდევ უფრო გაალამაზეს შეხვედრა.

რაც შეეხება შეხვედრის პირველ წუთებს, მე–5 წუთზე მარცხნიდან ღონღაძე გაიჭრა, რომლის შეჩერება მცველებმა მხოლოდ წესების დარღვევით შეძლეს, საჯარიმოს ხაზთან ახლოს დანიშნულ ჯარიმა ბენაშვილმა ცოცხალ კედელს მოარტყა. პირველი ნახევარი კი, საერთო ჯამში, გორელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. უფრო მშვიდად ისინი გამოიყურებოდნენ, იმერლებს კი შეუთამაშებლობა ეტყობოდათ.

მე–10 წუთზე, ალადაშვილის ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში ნათან ჟუნიორი სათანადოდ ვერ დახვდა ბურთს. მალევე ლეონარდო გაისარჯა, მან მეტოქის ნახევარზე რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიტოვა, მისი შეჩერება იგორ იელიჩმა მხოლოდ დარღვევით შეძლო, საჯარიმო კი ალადაშვილმა პირდაპირ კარში გაუშვა ბურთი, რასაც კვასხვაძემ მშვენიერი ნახტომით უპასუხა და ბურთს დაეუფლა.

საპასუხოდ, აფციაურის ჩაწოდებული ბენაშვილმა ვერ გამოიყენა. ტაიმის ბოლოს კი, ჩემპიონმა კუთხურის უფლება მოიპოვა, ბურთთან გუნდის კაპიტანი, თრნიკე აფციაური მივიდა, ჩაწოდებულს კი ახლო ძელთან კაჭკაჭიშვილი დახვდა, მაგრამ მისი თავურის შემდეგ ტაბლოზე არაფერი შეცვლილა. პირველი ტაიმიც დასრულდა.

მეორე ნახევარი უხეშად დაიწყო, 47–ე წუთზე, მაისურაძეთან ბრძოლაში, პეტკოვმა წესები დაარღვია, ეს უკანასკნელი "ზესტაფონის" ახალწვეულია, რომელიც გუნდს თურქეთში, შეკრების მიწურულს შეუერთდა. მაისურაძემ პეტკოვს საკმაოდ აგრესიულად, ორივე ხელებით უჯიკა და მეტოქე ძირს დასცა, მსაჯმა კი ორივე წყვითელი ბარათით დასაჯა, რასაც გულშემატკივართა უკმაყოფილება მოჰყვა.

ცოტა ხანში, გორელთა საჯარიმოში ხიფათი ღონღაძემ შექმნა, მაგრამ მის მოწოდებულს ვერავინ გამოეხმაურა. შემდეგ მომენტები იელიჩსა და გორგიაშვილს ჰქონდათ, მაგრამ მნიშვნელოვანი ხიფათი ვერა და ვერ შეიქმნა. აღსანიშნავია კახელიშვილის აქტიურობა, რომელიც ხშირად უქმნიდა ჩემპიონს პრობლემებს ფლანგიდან ჩაწოდებებით.

გორელებმა ძალები შორეულ დარტყმებშიც მოსინჯეს, ჯერ კვირკველიას დარტყმული კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია, შემდეგ კი, მაისურაძე ცდილობდა საჯარიმოს გარედან მეტოქის კარის აღებას. კარგი მომენტი ჰქონდა ლეონარდოს, რომელიც ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ კვასხვაძემ გამოსვლაზე კარგად ითამაშა და სიტუაციაც განიმუხტა.

შეხვედრის მიწურულს კი სიტუაცია ძალზედ დაიძაბა, შეცვლაზე შემოსულმა ბოტი გოა დემელმა ბურთი ცენტრში მიიღო და საკმაოდ მაღალი სისწრაფით გორელთა კარისკენ დაიძრა, მაგრამ გვალიამ უკნიდან წესებით დარღვევით შეაჩერა, რასაც მცირე არეულობა მოჰყვა. გვალიას გაძევებაც შეიძლებოდა, რადგან ბოტი ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მსაჯმა გვალია ყვითელი ბარათით დასაჯა, რასაც კვლავ გულშემატკივართა პროტესტი მოჰყვა. ეს იყო და ეს, მსაჯმა თამაში დაასრულა, ძირითადი დრო ფრედ – 0-0 დასრულდა.

დამატებით დროში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ ტაბლოზე არაფერი შეცვლილა.

ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი თერთმეტმეტრიანებისთვის მოემზადნენ. პირველი დარტყმა კვირკველიამ შეასრულა, რომელმაც კვასხვაძის კარს ბურთი გვერდიდან ააცილა, საპასუხოდ კი იმერელთა დაწინაურება ბაბუნაშვილმა შეძლო. ამას მოჰყვა გორელთაგან გვალიასა და მოდებაძის ზუსტი შესრულება, ზესტაფონელთაგან კი, ღონღაძე და იელიჩი გაისარჯნენ – 3:1. მეოთხე დარტყმა თასის მფლობეთაგან ლეონარდო რამოსმა შეასრულა, კვახვაძემ მოიგერია! იმერლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს, თასამდე ჩემპიონს მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა აშორებდა, ბურთთან თორნიკე გორგიაშვილი მივიდა და აუღელვებლად გადაგზავნა ბურთი ბადეში. სუპერთასს "ზესტაფონი" დაეუფლა!

იმერლებმა ეს ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს. გამარჯვებულს თასი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა დომენტი სიჭინავამ გადასცა.

თბილისი. "მიხეილ მესხი". 4000 მაყურებელი

ზესტაფონი – დილა 0:0 (4:2 პენ)

ზესტაფონი: კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ლოსანო, კაჭკაჭიშვილი, ღონღაძე, ბენაშვილი (ბოტი გოა 62), იელიჩი, პეტკოვი (ბაბუნაშვილი 106), გორგიაშვილი, აფციაური (სამუშია 80), კუტალია
მწვრთნელი: კახა კაჭარავა

დილა: შეყრილაძე, ალადაშვილი, კვახაძე, თომაშვილი, კვირკველია, არზიანი, გვალია, მაისურაძე (ილურიძე 96), კახელიშვილი, რამოსი, ჟუნიორი (მოდებაძე 75)
მწვრთნელი: ვალდას ივანაუსკასი

პენალტები: კვირკველია (გააცუდა) 0:0, ბაბუნაშვილი 1:0, გვალია 1:1, ღონღაძე 2:1, მოდებაძე 2:2, იელიჩი 3:2, რამოსი (მეკარემ მოიგერია) 3:2, გორგიაშვილი 4:2
გაფრთხილება: ბენაშვილი (38),პეტკოვი (49), სამუშია (108), იელიჩი (94); გვალია (90+1) მაისურაძე( 49)
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია
Views: 958



Shadow


content top