infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » Entries archive

Entries archive - Archive

ალეგრი- რატომ არის მაგარი მწვრთნელი? პროგრამა- მაქსიმუმი
ალეგრი
"მილანისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა საბოლოოდ შეგვიძლია დავრწმუნდეთ იმაში, რომ მასიმილიანო ალეგრი - სწორედ ისაა, რომელიც "მილანს" სჭირდება, და, შესაძლებელია, სხვა ნებისმიერ იტალიურ კლუბისაც კი, რომლებიც ჩავარდნის პერიოდს განიცდიან (მაგალითად "რომა", რომელმაც ალეგრის მიმართ ინტერესი უკვე გამოხატა). იმ სამუშაოს შედეგების გათვალისწინებით, რომელსაც ადრიანო გალიანი და "მილანის" სხვა ტიფოზები აკეთებენ სწორედ ახლა არიან ბედნიერები, ალეგრიმ მიმდინარე სეზონში გვაჩვენა ის, რომ იგი უნდა დააფასონ.

ალეგრი და საზოგადოებრივი აზრი

"მილანს" გასული წლის შემოდგომის პერიოდში, როგორც "ნაგვის კატას" ისე მოიხსენიებდნენ - სერია ა-ს სატურნირო ცხრილის ქვედა, მიუწვდომელ ნაწილში იმყოფებოდა და ნებისმიერ ძლიერ თუ სუსტ ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 873 Added: Sky Date: 22.02.2013 - 08:45

რეალი კარვახალს დაიბრუნებს
კარვახალი
"ბლანკოსის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დანი კარვახალის "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნებას გეგმავს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონს "რეალის" აღზრდილი "ლევერკუზენში" ატარებს, თუმცა მადრიდელებს აქვთ უფლება იმისა, რომ ფეხბურთელი გამოისყიდონ და ესპანეთში დააბრუნონ.

კარვახალი რამოდენიმე დღის წინ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის სამწვრთნელო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ფლორენტინო პერესს შეხვდა, რომელმაც, El Confidencial-ის ინფორმაციით, დანი დაარწმუნა, რომ კლუბში დაბრუნდეს.
Category: ახალი ამბები Views: 565 Added: Sky Date: 22.02.2013 - 08:41

რამოსი ერთ მატჩს გამოტოვებს
რამოსი
მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი "რაიო ვალეკანოსთან" მიღებული წითელი ბარათის გამო საკუთარი გუნდის მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს.

დისციპლინარულმა კომიტეტმა ჩათვალა, რომ მატჩის რეფერი რამოსის მიმართ გადამეტებულად მკაცრი იყო, რომელმაც მცველს პირველი ტაიმის დასაწყისში ორი ყვითელი ბარათი უჩვენა, სწორედ ამიტომ, "რეალის" 4-ნომერი მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ელ კლასიკოს" შეხვედრაში, რომელიც 3 მარტს გაიმართება, რამოსი მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
Category: ახალი ამბები Views: 560 Added: Sky Date: 22.02.2013 - 08:39

ინტერი დიამანტით დაინტერესდა
დიამანტი
"ბოლონიას" ნახევარმცველმა შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

29-წლის ნახევარმცველს ალესანდრო დიამანტის "ბოლონიასთან" კონტრაქტი 2017-წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, "როსობლუ" ფეხბურთელს შეელიოს, თუ "სარფიან" შეთავაზებას მიიღებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ დიამანტის გადაბირებით რუსული "ზენიტი" ინტერესდებოდა, ახლა კი იტალიური პრესის ინფორმაციით, ალესანდროს კარიერის გაგრძელების კიდევ ერთი ვარიანტი აქვს - ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა მილანის "ინტერს" სურს.

შეგახსენებთ, რამოდენიმე დღის წინ დიამანტის აგენტმა განაცხადა, რომ ზაფხულში ნახევარმცველი კლუბის დატოვებას აპირებს, რადგან მაღალი დონის კლუბში სურს თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობს.
Category: ახალი ამბები Views: 607 Added: Sky Date: 22.02.2013 - 08:37

შეიძლება ანჩელოტი რეალში ვიხილოთ
ანჩელოტი
შესაძლოა "პსჟ"-ს თავკაცმა მადრიდის "რეალი" ჩაიბაროს.

როგორც Le Parisien იუწყება,იტალიელმა სპეციალისტა უკვე გამართა წინასწარი მოლაპარაკებები მადრიდულ გრანდთან,მოსალოდნელია რომ სეზონის ბოლოს მან სწორედ "რეალი" ჩაიბაროს.

ანჩელოტის "რეალის" გარდა,კიდევ ჰყავს მსურველი - "რომა". ისინი არ აპირებენ იტალიელი სპეციალისტის მადრიდელებისთვის დათმობას, რომაელებს სურთ, გუნდი სწორედ ანჩელოტიმ ჩაიბაროს.

ასევე შესაძლოა რომ ჟოზე მოურინიო,"პსჟ"-ში აღმოჩნდეს.
Category: ახალი ამბები Views: 586 Added: Sky Date: 22.02.2013 - 08:33

ჩელსის მიზანი ლიგაზე გასვლაა
კეჰილი
"ჩელსის" ინგლისლმა მცველმა,გარი კეჰილმა მისი გუნდის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.


"ჩვენი სამომავლო მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა, ჩვენ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობდით,მაგრამ არ გაგვიმართლა, ეს მხოლოდ ფეხბურთელების ბრალია, და არა მწვრთნელის, იმედია რაფა გუნდს რაღაც ახალს შეჰმატებს."

"ჩვენთვის ეს საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რათა გულშემატკივრების მხარდაჭერა ისევ მივიღოთ, ეს ჩვენ შეგვიძლია,რასაც უახლოეს მომავალში დავამტკიცებთ."
Category: ახალი ამბები Views: 678 Added: Sky Date: 22.02.2013 - 08:32

რუნი და ჯონსი რეალთან ვერ ითამაშებენ
რუნი
ამ ფეხბურთელების მონაწილეობა "რეალთან" დაპირისპირებაში - კითხვის ნიშნის ქვეშაა.

უეინ რუნიმ დაზიანება მიიღო. ამჟამად "წითელი ეშმაკუნების" ლიდერი არ ვარჯიშობს და საკუთარი გუნდის დახმარებას "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" შეხვედრაში ვერ შეძლებს.

ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს ფილ ჯონსსაც, რომელიც "რეინჯერებთან" თამაშს გუნდის 10-ნომრის მსგავსად გამოტოვებს. მცველს კოჭის ტრავმა აქვს.

არსებობს სერიოზული საშიშროება იმისა, რომ ორივე ფეხბურთელმა "ემიუს" დახმარება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში "რეალის" წინააღმდეგ ვერ ითამაშოს, რაც ალექს ფერგიუსონს დიდ პრობლემებს შეუქმნის.
Category: ახალი ამბები Views: 614 Added: Sky Date: 22.02.2013 - 08:30

« 1 2 ... 358 359 360 361 362 ... 474 475 »
content top