infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 22 » ინტერი დიამანტით დაინტერესდა

ინტერი დიამანტით დაინტერესდა

დიამანტი
"ბოლონიას" ნახევარმცველმა შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

29-წლის ნახევარმცველს ალესანდრო დიამანტის "ბოლონიასთან" კონტრაქტი 2017-წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, "როსობლუ" ფეხბურთელს შეელიოს, თუ "სარფიან" შეთავაზებას მიიღებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ დიამანტის გადაბირებით რუსული "ზენიტი" ინტერესდებოდა, ახლა კი იტალიური პრესის ინფორმაციით, ალესანდროს კარიერის გაგრძელების კიდევ ერთი ვარიანტი აქვს - ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა მილანის "ინტერს" სურს.

შეგახსენებთ, რამოდენიმე დღის წინ დიამანტის აგენტმა განაცხადა, რომ ზაფხულში ნახევარმცველი კლუბის დატოვებას აპირებს, რადგან მაღალი დონის კლუბში სურს თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად ასპარეზობს.
Views: 603



Shadow


content top