infoBets - ინლერი გალათასარაიში არ გადავა - 9 April 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 9 » ინლერი გალათასარაიში არ გადავა

ინლერი გალათასარაიში არ გადავა

inleri
"ნაპოლის” შვეიცარელი ნახევარმცველი, გოკხან ინლერი სავარაუდოდ ამ ზახულში "ნეაპოლიტანურ” კლუბში დარჩება.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქული "გალათასარაი” "ნაპოლის” ნახევარმცველის, გოკხან ინლერის შეძენას ცდილობდა, მაგრამ ფეხბურთელის აგენტს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია აქვს.

"ინლერმა კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა. ჩვენ არავისგან არ მიგვიღია შემოთავაზება, ასე რომ, ჯერჯერობით ამ კლუბში ვრჩებით”-განაცხადა გოკხან ინლერის აგენტმა, ლამბერტმა.

მართლაც, გალათასარაი ერთი წლის წინ ამ ფეხბურთელით ინტერესდებოდა, მაგრამ ინლერმა გააქარწყლა ეს ინტერესები და განაცხადა, რომ იგი კლუბში რჩებოდა.

ამ სეზონში სერია A-ში შვეიცარელმა ნახევარმცველმა "ნაპოლის” მაისურით 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
Views: 387



Shadow


content top