Main »
2013 » February » 27 » იუვენტუსი ჩემპიონობისთვის მზად არ არის
იუვენტუსი ჩემპიონობისთვის მზად არ არის
ტურინის "იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო აღიარებს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ჯერჯერობით, მზად არაა.
"ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ჯერჯერობით, მზად არ ვართ. ეს მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირზე თამაშს განვაგრძობთ. ლიგაზე ჩვენზე ძლიერი გუნდებიც არიან.
"რეალი” და "მანჩესტერი”? ჩვენსა და ამ გუნდებს შორის დიდი სხვაობა არაა, მაგრამ ისინი მაინც უფრო ძლიერები არიან. რატომ? იმიტომ, რომ ამ გუნდებში არაერთი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებმაც სხვადასხვა ფრონტზე გამარჯვების გემო იციან. ჩვენ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ. ჯერჯერობით, ვსწავლობთ.” – აცხადებს 33 წლის ფეხბურთელი