infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 27 » მესის თამაში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გაუჭირდა

მესის თამაში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გაუჭირდა

მესი
კატალონიის "ბარსელონას” ლიდერებმა – ლიონელ მესიმ და ჩავი ერნანდესმა უკანასკნელი ვარჯიში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვეს. ამ ინფორმაციას "ბლაუგრანას” ოფიციალური საიტი ავრცელებს. 
 მესიმ ვარჯიში მაღალი სიცხის გამო ვერ შეძლო. კატალონიელი ექიმების ვარაუდით, არგენტინელი საწვრთნელ პროცესს პარასკევს განაახლებს და შაბათს გასამართ "ელ კლასიკოში” სათამაშოდ მზად იქნება. რაც შეეხება ჩავის, ვეტერან კატალონიელს ტკივილები აწუხებდა და ექიმებს მიმართა. ნახევარმცველის ტრავმის სიმძიმე, ჯერჯერობით, უცნობია. 
 საგულისხმოა, რომ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა ალექს სონგი.
Views: 604



Shadow


content top