infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 27 » რეალმა დამსახურებულად გაიმარჯვა

რეალმა დამსახურებულად გაიმარჯვა

პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრისტიანო რონალდო აცხადებს, რომ მადრიდის "რეალის” ფეხბურთელებმა "ბარსელონასთან” გამართულ შეხვედრაში კარგად ითამაშეს და გამარჯვება დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "სამეფო კლუბის” გამარჯვებით, 1-3 დასრულდა, რონალდომ კი დუბლი გაიფორმა.

"პირველიდან ბოლო წუთამდე, კარგად ვითამაშეთ. მატჩისადმი ძალიან სწორი დამოკიდებულება გამოვავლინეთ, მეტოქეს ვაჯობეთ და დამსახურებული სამი გოლი გავიტანეთ. ჩვენს ძალებში უფრო მეტად დარწმუნებულები ვართ და შესაბამისად, მეტის მიღწევა გვსურს. ახლა, პრიმერა დივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ. გვინდა, რომ ამ ტურნირებზე წარმატებას მივაღწიოთ”, – აცხადებს 28 წლის ფეხბურთელი.
Views: 605



Shadow


content top